24.11.2024

კალაძე – საქართველოს ხელისუფლება გამოვდივართ ქვეყნის ინტერესებიდან – შესაბამისად, საქართველო ომში არ ჩაერთვება

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ხელისუფლება ქვეყნის, საქართველოს მოქალაქეების ინტერესებით მოქმედებს და რუსეთ-უკრაინის ომში არ ჩაერთვება.

მან დედაქალაქში გავრცელებული ბანერებთან დაკავშირებით, რომელზეც აღნიშნულია, რომ „ომი უნდა რუსეთს და არა დასავლეთს“ კითხვას უპასუხა.

კალაძის თქმით, მისთვის უცნობია, რას ემსახურება ეს კამპანია.

„არ ვიცი რა კამპანიაა და რას ემსახურება. გამიჭირდება ამაზე რაიმე კონკრეტიკა. ალბათ, ეს შეკითხვა იმ ადამიანებს უნდა დაუსვათ, რომელიც დგას ამ კამპანიის უკან და ისინი უფრო ვრცლად გეტყვიან.

რაც შეეხება ომის დაწყებას და საქართველოს ჩართვას, ძალიან ბევრჯერ გვისაუბრია ამის შესახებ. უამრავი კონკრეტული მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ, პოლიტიკური, პარტიების მხრიდან გაკეთებული განცხადებები, არასამთავრობო ორგანიზაციების, ჩვენი მეგობარი ქვეყნის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის გაკეთებული განცხადება და ა.შ. თუმცა, კიდევ ერთხელ ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ საქართველოს ხელისუფლება გამოვდივართ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან და ვმოქმედებთ ისე, როგორც ჩვენს ხალხს და პირველ რიგში, ჩვენს ქვეყანას სჭირდება. შესაბამისად, საქართველო ომში არ ჩაერთვება“, – განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, თბილისში ბანერები გამოჩნდა, წარწერით „რუსეთს უნდა ომი და არა დასავლეთს“. ბანერების ავტორია „კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის“.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა – ევროკავშირის ელჩის განცხადება

25 ნოემბერს მსოფლიო ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენებს, თუ რამდენად მწვავე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img