საქართველს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, გუდაურში სამაშველო ოპერაციისას დაღუპულები მედლით “სამოქალაქო თავდადებისათვის” დააჯილდოვა.
ზაზა ლორია, დიმიტრი ქააძე, ლევან ჩოხელი, ანდრო ქუჯოშვილი, გიორგი მარგიანი, კახა ტორჩინავა, გირგი ვენეცკი, ქეთევან გულაღაშვილი სამაშველო ოპერაციისას პროფესიული მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი უმაღლესი სამოქალაქო პასუხისმგებლობისათვის, სამაგალითო, თავგანწირული ქმედებისათვის დაჯილდოვდნენ.
სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად გუდაურთან დაღუპულ მფრინავებს, მაშველებსა და ექიმებს დღეს დაკრძალავენ.
სამოქალაქო პანაშვიდი თბილისში, სამების საკათედრო ტაძარში 11:00-დან 14:00 საათამდე ჩატარდება.
პანაშვიდის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის მფრინავებს და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებს სხვადასხვა ადგილას, საგვარეულო სასაფლაოებზე გადაასვენებენ და სამხედრო პატივით დაკრძალავენ.