22.11.2024

მდინარაძე – საქართველოში რუსი ტურისტებისგან შემოსული თანხა ქართველ გლეხს უბედურებას დამართებს და მხოლოდ ხოშტარიას შეერგება?!

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე ოპოზიციური პარტიების ინიციატივას რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესებასთან დაკავშირებით ეხმაურება და აცხადებს, რომ ქვეყანაში რუსი ტურისტების უპრეცედენტო რაოდენობა არ არის შემოსული და გავრელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. მისი თქმით, “ნარატივი შავ ხვრელთან და სანქციებიდან თავის არიდებასთან დაკავშირებით არის უბრალო, მარტივი და მდაბიო ტყუილი. თავად გააუქმეს ვიზები და ახლა ლაპარაკობენ რუსი ტურისტების პრობლემაზე”.

მდინარაძის განმარტებით, რუსი ტურისტების რაოდენობა რეალურად, წინა წლებთან შედარებით, ნაკლებია.

„ეს არის იმ ადამიანების მოგონილი კამპანიის ნაწილი, რომლებმაც 2012 წლის მარტში, აგვისტოს ომიდან რამდენიმე წლის შემდეგ, უვიზო რეჟიმი დაუწესა რუსეთის მოქალაქეებს. ამ კამპანიას ტურისტების წინააღმდეგ გეგმავენ ისინი, ვინც უვიზო რეჟიმი დაუწესა. ისინი რომ აყენებენ ამ საკითხს, უკვე არ უნდა განიხილო, თუ რამე მსგავსი საჭიროება იქნება, მსგავსი ინიციატივა ისედაც გაჩნდება. გუშინ ამბობდნენ, რომ რუსი ტურისტების უპრეცედენტო რაოდენობა შემოვიდა, თავად „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კვლევის თანახმად, 2019 წელს საქართველოში შემოვიდა 1.5 მილიონი რუსი ტურისტი მთელი წლის განმავლობაში, 2022 წელს კი შემოსულია 247 000. პირიქით, ნაკლები რაოდენობაა შემოსული, თუ შევადარებთ პანდემიამდე წლებს. ვერ ვხვდები, საქართველოში რუსი ტურისტებისგან შემოსული თანხა ქართველ გლეხს უბედურებას დამართებს და მხოლოდ ხოშტარიას შეერგება?!“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img