„უნიანი“-ის ინფორმაციით, ოდესისა და ჩერნომორსკის პორტებიდან სიმინდით დატვირთული სამი გემი გავიდა.
გამოცემის ცნობით, სამივე გემი სტამბოლის მიმართულებით მიდის სპეციალური ჰუმანიტარული დერეფნის გავლით.
გემმა Navistar-მა პარასკევს ოდესის პორტიდან გავიდა, ხოლო ორი გემი Rojen-მა და Polarnet-მა ჩერნომორსკის პორტი დატოვეს. მათ ბორტზე საერთო ჯამში 58 ათასი ტონა სიმინდია.
როგორც უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა ალექსანდრე კუბრაკოვმა განაცხადა, მას იმედი აქვს, რომ გაეროს და თურქეთის გარანტიები მომავალშიც იმუშავებს და უკრაინის პორტებიდან ტვირთების ექსპორტი ნორმალურ რეჟიმში განხორციელდება.