21.11.2024

აშშ-ის საელჩო – ჩვენ გავაგრძელებთ მშვიდობისთვის მუშაობას, საქართველოს გვერდით ვიდგებით!

აშშ-ის საელჩო 2008 წლის აგვისტოს ომის 14 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

საელჩო აცხადებს, რომ საქართველოს გვერდით იდგება და გააგრძელებს რუსეთის აგრესიის შეკავებასა და მშვიდობისთვის მუშაობას.

საელჩოს თქმით, მათ ახსოვთ როგორ დაიწყო ყველაფერი და არ დაივიწყებენ აგვისტოს ომის დროს დაღუპულებს და მის შედეგად დევნილად ქცეულ ათასობით ადამიანს.

“გვახსოვს, როგორ დაიწყო ყველაფერი. გვახსოვს დღევანდელი დღე. გვახსოვს რუსული ჯარის საქართველოში შემოჭრა. არ დავივიწყებთ ათობით ათას დევნილს. არ დავივიწყებთ მსხვერპლს. ჩვენ გავაგრძელებთ მშვიდობისთვის მუშაობას.

ჩვენ საქართველოს გვერდით ვიდგებით!” – წერია განცხადებაში.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის ჩაშლა:ხელისუფლების ნაბიჯები და შედეგები

შესავალი საქართველო-გერმანიის სამხედრო თანამშრომლობა წლების განმავლობაში იყო საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ქვაკუთხედი. დასავლეთის მხარდაჭერა სამხედრო პროგრამებში და საერთაშორისო მისიებში აქტიური ჩართულობა...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img