18 აგვისტოს, გამთენიისას რუსმა ოკუპანტებმა ქალაქი ხარკოვი დაბომბეს.
რეგიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის ცნობით, სავარაუდოდ, ისკანდერის ტიპის რაკეტა საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა. მისივე ცნობით დაღუპულია, მინიმუმ, 7 ადამიანი. სინეგუბოვის თქმით, დაშავებულია 17 ადამიანი.