25.11.2024

გერმანიის ფინანსთა მინისტრი – „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის ამუშავების იდეა არასწორი და აბსურდულია

გერმანიის ფინანსთა მინისტრმა კრისტიან ლინდნერმა განაცხადა, რომ რუსული გაზსადენის „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის ამუშავების იდეას მხარს არ უჭერს და ემიჯნება გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე-სპიკერის, ვოლფგანგ კუბინოვის განცხადებას, Nord Stream 2-ის გაზსადენის გახსნის შესახებ.

„გერმანიის ვიცე-სპიკერის ვოლფგანგ კუბიკის მოთხოვნა არასწორი და აბსურდულია“, – აცხადებს გერმანიის ფინანსთა მინისტრი.

გერმანიის ვიცე-სპიკერის შეთავაზება, ასევე, უარყვეს გერმანიის ფედერალურ მთავრობაშიც.

მათი თქმით, ბერლინი არ გეგმავს გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის ამოქმედებას და პროექტის განახლებაზე საუბარიც კი ზედმეტია.

შეგახსენებთ, გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე-სპიკერმა კუბინკოვმა მოუწოდა გერმანიას, გახსნას „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მილსადენი, რათა ზამთრამდე გერმანიამ მარაგის შევსება მოახერხოს, შემდეგ კი ისევ შეაჩეროს მისი მუშაობა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა – ევროკავშირის ელჩის განცხადება

25 ნოემბერს მსოფლიო ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენებს, თუ რამდენად მწვავე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img