ომის დაწყებიდან ექვსი თვის თავზე გაეროს წევრმა სახელმწიფოებმა მორიგ ჯერზე დაგმეს რუსეთის აგრესია. აღნიშნული განცხადებას შეუერთდა საქართველოც.
ტექსტი გაეროში უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა, სერგი კისლიცამ წაიკითხა.
“გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ საქართველო გაეროს წევრ 50-ზე მეტ ქვეყანას შეუერთდა, რათა დაგმოს რუსეთის მიერ გაეროს წესდების, საერთაშორისო სამართლისა და პრინციპების დარღვევა აგრესიის დაწყების დღიდან. ჩვენ მტკიცედ მხარს ვუჭერთ უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას”, – აღნიშნულია საქართველოს წარმომადგენლობის ტვიტში.