24.11.2024

დავით სერგეენკო “ოცნებიდან” წასული დეპუტატების წერილზე – მხოლოდ ეპისტოლარული და დეკლარაციული კომუნიკაცია ცოტა მეუხერხულება

მხოლოდ ეპისტოლარული და დეკლარაციული კომუნიკაცია ცოტა მეუხერხულება – ალბათ დადგება დრო, რომ სწორი კომუნიკაცია ჩატარდეს და ყველა კითხვას პასუხი გაეცეს,- ამის შესახებ საპარლმენტო უმრავლესობის წევრმა დავით სერგეენკომ “ქართული ოცნებიდან” წასული დეპუტატების წერილთან დაკავშირებით საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, დეპუტატებს და საელჩოს ან ნებისმიერ სხვა ინსტიტუციას შორის სწორი კომუნიკაცია ყველა გაუგებრობას აღმოფხვრის.

“ასეთი კომუნიკაცია, ეპისტოლარული ცოტა არ იყოს, ცალმხრივია. დეპუტატებს და საელჩოს ან ნებისმიერ სხვა ინსტიტუციას შორის სწორი კომუნიკაცია იქნება სწორი გასაღები ყველა გაუგებრობის აღმოსაფხვრელად. ვფიქრობ, სწორი კომუნიკაცია მოგვცემს საშუალებას, რომ ყველა კითხვას პასუხი გაეცეს და ეს გაუგებრობა აღმოიფხვრას”,- განაცხადა დავით სერგეენკომ.

კითხვას, აზიანებს თუ არა მსგავსი განცხადებები ამერიკასა და საქართველოს შორის ურთიერთობას, სერგეენკო ამბობს, რომ “ამით ქვეყნებს შორის ურთიერთობა არ დაზიანდება”.

“საბედნიეროდ, საქართველოს და აშშ-ს მრავალწლიანი პარტნიორობა აქვთ. რაც შეეხება კომუნიკაციას, ფორმა არაა სრულყოფილი”,- განაცხადა დავით სერგეენკომ.

“ქართული ოცნებიდან” წასული დეპუტატები მორიგ წერილს აქვეყნებენ. ისინი კვლავ საქართველოში ამერიკის ელჩს, კელი დეგნანს პასუხობენ და აღნიშნავენ, რომ ელჩის მიერ ბოლო დღეების განმავლობაში გაკეთებული განცხადებები „მორიგი აღიარებითი ჩვენებაა“. “კელი დეგნანი „ნაცმოძრაობის“ მეშვეობით შემოგდებული მესიჯებით გველაპარაკება – საელჩო ვერ ეგუება საქართველოს სუვერენულ ხელისუფლებას”,- აცხადებენ დეპუტატები.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img