21.11.2024

მამუკა ხაზარაძე და გიორგი გახარია ერთმანეთს პირისპირ ხვდებიან

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია და კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე და  ერთმანეთს პირისპირ ხვდებიან.

შეხვედრის დეტალები უცნობია. პარტიებში ამ ეტაპზე არ საუბრობენ.

გიორგი გახარიას პირისპირ შეხვედრა მამუკა ხაზარაძემ მას შემდეგ სთხოვა, რაც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისგან სადილზე მიპატიჟება მიიღო.

როგორც მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში აღნიშნა, მისთვის უმჯობესი იქნებოდა, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრამდე გიორგი გახარიას გასაუბრებოდა.

მოგვიანებით, მამუკა ხაზარაძესთან შეხვედრის მზაობა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარემაც გამოთქვა. როგორც მან სოციალურ ქსელში დაწერა, ის მამუკა ხაზარაძის თხოვნას ითვალისწინებს, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს კი შეხვედრის გადადება სთხოვა, რაზეც სალომე ზურაბიშვილი დაეთანხმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარტია „გახარა საქართველოსთვის“ და კოალიცია „ძლიერი საქართველო” სადილზე გუშინ საღამოს მიიპატიჟა. პრეზიდენტთან სადილი 15:00 საათზე იყო ჩანიშნული, თუმცა გახარიას თხოვნით, დღეს, 18:00 საათამდე გადაიდო.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img