27.11.2024

ირაკლი კობახიძე სანქციებზე

ყველა უნდა დაემორჩილოს საქართველოს კანონმდებლობას, კონსტიტუციას და კანონმდებლობას, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კითხვას, რა იქნება მისი მოწოდება ბანკებისადმი ზვიად ხარაზიშვილისა და მისი მოადგილისთვის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაწესებული სანქციების აღსრულების ნაწილში.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოს კონსტიტუციის ჩარჩოებიდან გასვლა არ შეუძლია არავის.

„ყველა უნდა დაემორჩილოს საქართველოს კანონმდებლობას და კონსტიტუციას, ეს არის ძალიან მარტივი რამ, რაც შემიძლია ვთქვა. ეს არის სამართლის უზენაესობის ელემენტარული მოთხოვნა. საქართველოს კონსტიტუციის ჩარჩოებიდან გასვლა არ შეუძლია არავის. კონსტიტუციას აქვს თავისი ჩარჩოები, ჩვენ გვაქვს კონსტიტუცია და კანონმდებლობას და საქართველოში ყველამ პატივი უნდა სცეს კონსტიტუციას და კანონმდებლობას, დანარჩენს ყველა ერთად შევხედავთ“, – განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, აშშ-მა ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევისთვის ქართველი ოფიციალური პირები და ექსტრემისტები დაასანქცირა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

სალომე ზურაბიშვილი – საჭიროა ახალი თაობა და ახალი პოლიტიკური ძალები

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ეს განცხადება არამხოლოდ კრიტიკული შეფასებაა არსებული პოლიტიკური ველის მიმართ, არამედ შეიცავს სტრატეგიულ გზავნილს, რომელიც რამდენიმე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img