23.11.2024

წინასაარჩევნო PR სტრატეგიები და ომის შიშით მანიპულაცია | ინტერვიუ ირა ჭელიძესთან

ინტერვიუ პოლიტიკური PR ტექნოლოგიების სპეციალისტთან ირა ჭელიძესთან. განვიხილავთ წინასაარჩევნო კამპანიებს, როგორ იზიდავენ ჩვენს ხმებს პარტიები.  რა სტრატეგიებით მუშაობენ და რას ნიშნავს ომის შიშით მანიპულაცია.

იმედა დარსალია-დავიწყოთ ევროპარლამენტის რეზოლუციით სადაც საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ შეწყვიტოს ოპონენტების დაშინების კამპანია და ანტიდასავლური დეზინფორმაცია, დაუწესოს სანქციები რუსეთს, ჰუმანიტარული ნიშნით გაათავისუფლოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და არჩევნების შედეგების მიხედვით უზრუნველყოს ძალაუფლების მშვიდობიანი გადაბარება. ვისაუბროთ მოთხოვნაზე-ჰუმანიტარული ნიშნით გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი. მრჩება შთაბეჭდილება , რომ რეზოლუციის ეს ნაწილი პირდაპირ ქართული ოცნების წისქვილზე ასხამს წყალს წინასაარჩევნოდ.არ ფიქრობ ასე?

ირა ჭელიძე-რეზოლუცია არის მიქსი სწორი და არასწორი მოთხოვნების. სწორი მოთხოვნებია: ოპონენტების დაშინება , ანტიდასავლური რიტორიკა და სხვა ბევრი რამ…ანტიდასავლური რიტორიკა დაახლოებით მარტიდან დაიწყო მმართველმა პარტიამ , არ ვიცი რაში დასჭირდა მაგრამ ამან დიდწილად დააზიანა.  ამაზე დღეს არ ვისაუბრებთ, ვისაუბრებთ ამ რეზოლუციაზე. ვფიქრობ, მიუხედავად იმისა რომ ძალიან ბევრი პუნქტი არის სწორი, მთლიანობაში ეს რეზოლუცია, დღევანდელი საინფორმაციო და საკომუნიკაციო ველისთვის არის კონტრპროდუქტიული. მთავრობა ამ პუნქტს გამოიყენებს თავის სასარგებლოდ. ჩანაწერი – „ჰუმანიტარული მიზნით“ პირდაპირ გადმოტანილია ორი წლის წინანდელი მოთხოვნიდან,  როცა საუბარი იყო რომ მიშა (სააკაშვილი) „კვდება, ძალიან ცუდად არის“. სინამდვილეში მერე დავინახეთ „ფარას“ დოკუმენტებიდან, აშშ-ს ძალიან სერიოზული დოკუმენტებიდან რომ ეს ყველაფერი იყო გადახდილი და ჩვეულებრივი ამბავია – ლობისტებმა აიღეს ფული იმაში რომ დაენერგათ განცდა თითქოს მიშა (სააკაშვილი) კვდება. სინამდვილეში არ კვდებოდა, არ კვდება , არაფერი სამაგისო არ ჭირს და დღეს არის ძალიან ჯანმრთელად. რატომ არის დღემდე საავადმყოფოში , ჩემთვის პირადად გაუგებარია. თუმცა ვფიქრობ რომ ესეც ოცნების სტრატეგიაში ზის-მას აქვს თავისუფალი წვდომა ინტერნეტთან და პერიოდულად რომ გამოხტება თავისი შიზოფრენული აზრებით , ეს ისევდაისევ ოცნების წისქვილზე ასხამს წყალს. ეს რეზოლუცია როდესაც აიღეს და გადმოაკოპირეს ისე რომ არ შეხედეს როგორ გამოიყურება ეს ადამიანი (მიხეილ სააკაშვილი) , არ შეხედეს საინფორმაციო ველს, შთაბეჭდილება მრჩება რომ ევროპარლამენტარების ნაწილი ემოციებსაა აყოლილი, გაბრაზებულები არიან „ოცნებაზე“ რაც საინფორმაციო ველს აზიანებს და მხოლოდ „ოცნების“ წისქვილზე ასხამს წყალს. ამ ნაწილის ანალიზი არის ის რომ ცალსახა უხეში შეცდომაა.

იმედა დარსალია-გადავიდეთ წინასაარჩევნო კამპანიის ძირითად ნაწილზე. „ქართული ოცნება“  – „აბა ომი გინდათ?“ რას ნიშნავს და რა მიზანი ჰქონდა ამ ფრაზას?

ირა ჭელიძე- როდესაც უკრაინაში დაიწყო ომი , რამოდენიმე „თავგაცხელებულმა“ გონჩარენკომ და არესტოვიჩმა , არახამიას განცხადებაც იყო რომ აი რას აკეტებთ, რუსეთში შედით, ჩვენ აქედან დაგეხმარებით… ამან ძალიან დიდი „სატოპკე“ აუწია მმართველ პარტიას, რომელიც ზუსტად მიხვდა რა მესიჯი უნდა მოეფიქრებინა, რომ დაეკავებინა თავისი სამიზნე აუდიტორია. ძალიან მაღალი კლასის პოლიტტექნოლოგებმა მართლაც მოუფიქრეს „ოცნებას“ ეს ფრაზა-„აბა ომი გინდათ?“ , რასაც ხელი შეუწყო ოპოზიციამ და სამოქალაქო სექტორმა რომლებიც იდგნენ იმ დროს და ამბობდნენ , რომ მე მირჩევნია ბომბები მეცემოდეს თავზე ვიდრე სირცხვილისგან ვიწვოდე, ამ და სხვა ბევრმა ფაქტორმა ხელი შეუწყო ოცნებას. იმ პერიოდში ეს იყო სწორად შეფუთული პროპაგანდა.

      რაც შეეხება „ქართული ოცნების“  საარჩევნო ბანერებს უკრაინის თემატიკაზე- აქაც საინტერესოა, ქართული ოცნების გადმოსახედიდან ეს არის სწორი პროპაგანდა. ცუდ რარაცას ვამბობ მაგრამ მე რომ ვიყო ქართული ოცნების პოლიტ.ტექნოლოგი იგივეს გავაკეტებდი. რატომ არ გაიტანეს ბანერებზე 2008 წლის ომის ფოტოები და რატომ მაინცდამაინც უკრაინის ომი? 2008 წლის ომის მასშტაბი საქართველოში ესეთი არ იყო. ნგრევის მასშტაბი დღეს უკრაინაში არის კატასტროფული. ეს ბანერები არის ორ შრიანი. ერთი შრე მოქმედებს ამომრჩევლის ცნობიერზე და მეორე-ქვეცნობიერზე. ყველა ნორმალური ადამიანი ამ ბანერებს რომ შეხედავს აღშფოთდება. ეს არის ამორალური და ამაზრზენი. ვეთანხმები ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის ყველა სიტყვას, რადგან წითელი ხაზები გადაკვეთეს. ახლა  გეტყვით რატომ არის გამართლებული პროპაგანდის მხრივ-მანახე ნგრევის მასშტაბები და გავამყარებ ჩემს თუნდაც ცრუ ნარატივს-„მე რომ არ ვიყო ომი დაიწყება“. ამ შემთხვევაში „ქართული ოცნების“  მიზანი არის ხელისუფლების შენარჩუნება ნებისმიერი გზით. ანუ გვაჩვენეს მასშტაბები – რა დაგვემართება თუ ისინი არ იქნებიან ხელისუფლებაში. ეს მოქმედებს ამომრჩევლის ცნობიერზე. მეორე შრე კი გეუბნება რომ უკრაინას ეხმარება დასავლეთი მაგრამ არ აძლევს იმდენ იარაღს რომ ომი მოიგოს, ანუ მეორე შრე ამომრჩეველს ეუბნება , რომ დასავლეთი გადამგდებია, დასავლეთი არ ვარგა, მატყუარაა. რეალურად ეს ბანერები ანტიდასავლურ ჭრილში მუშაობს. ეს ბანერები არ არის მხოლოდ იმისთვის რომ გვაჩვენოს უკრაინაში ომი რა ცუდია არამედ მთავარი მიზანი არის მეორე დონის ზემოქმედება ამომრჩევლებზე რომ დასავლეთი არის გადამგდები.  

იმედა დარსალია-გადავიდეთ ოპოზიციაზე, მაგალითად „ქართულმა ოცნებამ“ თქვა რომ მეორე დიდი ძალა რომელიც გადალახავს ბარიერს ეს იქნება ნაციონალური მოძრაობა.

ირა ჭელიძე-კი ობიექტურად ასეა. ქართულ ოცნებას ძალიან აწყობს , რომ ასე იყოს. ეს ორი ძალა ერთმანეთს აცოცხლებს. როგორც კი ნაციონალური მოძრაობის ფაქტორი გაქრება, მაშინვე გაქრება ქართული ოცნების ფაქტორიც. ამას ვერ მიხვდა ევროპარლამენტარების ნაწილი.   აღარავის უნდა მიშა. მიშა სააკაშვილის ფაქტორით უდგას სული ქართულ ოცნებას. მე ველოდი რომ როგორც ოცნებას აქვს მწყობრი კამპანია, ისეთივე წინასაარჩევნო მწყობრი კამპანია ექნებოდა ნაციონალურ მოძრაობას-დალაგებული მესიჯები პროგრამით. ისეთი პროგრამით რომელსაც გავიგებდით. მოგვწონდა თუ არ მოგვწონდა, როდესაც იყვნენ ხელისუფლებაში მათი წინასაარჩევნო კამპანიები იყო ძალიან ცხადი. მაგალითად „საქმე ლაპარაკის ნაცვლად“ ყველას გვახსოვს. საკომუნიკაციო ენაზე ქონდათ ძალიან სწორად აწყობილი კამპანიები. დღეს ეს არის აჯაფსანდალი. მთავარი გზავნილი არის მოვიშოროთ რუსული ხელისუფლება. გასაგებია, კი ბატონო მოვიშოროთ, მაგრამ რახან საშუალო სტატისტიკურ ამომრჩეველს ცუდი გამოცდილება აქვს ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის, საჭიროა აეხსნა რას აპირებს შემდგომ…რას მთავაზობ? კეზერაშვილს მთავაზობ ბიძინას მაგივრად? არ მინდა. ერთი ოლიგარქი ჩავანაცვლო მეორე ოლიგარქით? რატომ? მე მრჩება შთაბეჭდილება რომ ნაციონალურ მოძრაობას იმედი აქვს რომ 27 ოქტომბერს სადღაც შევარდება. ვერ შევარდები… ანუ მტელი დატვირთვა არის იმაზე , რომ მე არ ვაღიარებ არჩევნებს და შევვარდები პარლამენტში. ვერ შევარდები. არ არის 2003 წელი. ამიტომ ხომ უნდა დამარწმუნო წინასაარჩევნო კამპანიაში რომ აღარ იქნება ძალადობა შენი მხრიდან. გაგიგრძელებ და გაგიუმჯობესებ ჯანდაცვის პროგრამას, სოფლის მეურნეობის პროგრამას… რაღაც ხომ უნდა მითხრა რის გამოც მე მოვალ და მოგცემ ხმას და არ მივცემ მაგალითად სახელისუფლო პარტიას. ანალიზი არის ის რომ მე მრჩება შთაბეჭდილება-უბრალოდ ეზარებათ წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარება, რადგან იმედი აქვთ რომ სადღაც შევარდებიან და დასავლეთი მათ მხარს დაუჭერს. არა ესე არ იქნება. ვერ შევარდებიან. ეს ეხებათ ნაცებს და პრონაცებს. ახლა გვარამია ნაცი არ არის , ამაზე ძალიან მეცინება. ისეთივე ნაცია როგორც ყველა ნაცი. უბრალოდ ახლა საარცევნო სტრატეგია აქვს ძალიან სწორი, მოუნდა გამიჯვნა. ჭკვიანური სვლა გააკეთა. უბრალოდ უნდა მიმხვდარიყო რომ მელია-გვარამიას ალიანსი ამომრჩევლების დიდი უმრავლესობის წარმოდგენებში ნაც.მოძრაობისგან ვერ გამოიყოფოდა.

მათი წინასაარჩევნო კამპანიის სლოგანი „მომავალი შენია“ არის ემოციური და რა? რას აპირებ? 4 ნომრის სტრატეგიის დადებითი მხარეებია:გაემიჯნენ ნაციონალურ მოძრაობას, თქვეს რომ სულ სხვა გზით მიდიან, გაახმოვანეს , რომ რუსეთთან არ აპირებენ დაპირისპირებას და გეგმავენ ვაჭრობას-კი ბატონო, მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის რუსეთთან ვაჭრობა არის მნიშვნელოვანი, ვაღიაროთ. რადგან მოსახლეობა ამით შოულობს ფულს. არ იქნება გასამართლება, დევნა, იქნება სიმშვიდე ეს ყველაფერი არის ძალიან კარგი. ოღონდ როდესაც ამას მე მეუბნება ნიკა გვარამია და მელია , ეს არის ძალიან არადამაჯერებელი. არქივში არსებობს ორი წლის წინანდელი კადრები სადაც გვარამია ისე იქცევა და ისეთ რაღაცეებს ამბობს რომ შეიძლება გული შეგიწუხდეს. ამიტომ არ არის დამაჯერებელი. ის რომ გვარამია არ შევიდა სიაში სწორია , ჭკვიანი ადამიანია, ცალსახად ჭკვიანი, მაგრამ იქ რომ მელიაა რომელიც პარლამენტში შეჭრას ცდილობდა და სტრასბურგის სასამართლომაც დაასკვნა რომ ხელისუფლების რეაქცია იყო მართებული, თუმცა გადაცდომები იყო, ვერანაირად დამარწმუნებს იმაში რომ ის კიდევ არ შეეცდება პარლამენტში შეჭრას თუ შედეგები არ მოეწონება. არ მჯერა, უბრალოდ მათი არ მჯერა. არაფერს ვამბობ ელენე ხოშტარიაზე რომელიც ფულს იღებს რუსეთიდან და ბინებს ყიდულობს ამ ფულით. მესმის საავტორო უფლებების ფული მისია , არავის აქვს უფლება დაზრახოს ამისთვის, მაგრამ ამომრცევლისთვის პოლიტიკურ ველზე ეს არ არის დამაჯერებელი. ასევე ისინი არ მელაპარაკებიან რას აპირებენ მოსახლეობისთვის ძალიან მტკივნეულ საკითხებზე.

იმედა დარსალია-დღეს ვეძებდი ვებგვერდს რომ გამეგო მათი წინასაარჩევნო პროგრამა.

ირა ჭელიძე-არ აქვთ.არ აპირებენ რადგან მაგათაც აქვთ გათვლა რომ სადღაც შევარდებიან.

იმედა დარსაია-გადავიდეთ ლელოზე

ირა ჭელიძე – ლელოს ჰქონდა უზარმაზარი პოტენციალი , რომ შუაშისტური, გადაუწყეტელი ამომრჩევლების ხმები წამოეღო, მაგრამ მამუკა ხაზარაძე არ არის პოლიტიკოსი, ის ბიზნესმენია. მან გაფლანგა ეს შანსი. ძალიან  არაგონივრულად მოიქცა თავიდანვე. მან დაკარგა შანსი გამხდარიყო ე.წ. შუაშისტების ფლაგმანი.

იმედა დარსალია – ვინ იკავებს ამ ადგილს?

ირა ჭელიძე – გახარია იკავებს ცალსახად. ლელოს წარმატებას ვუსურვებ, ძალიან მინდა რომ შევიდეს პარლამენტში. ლელოს  მთავარი პრობლემა იცი რა არის? გარდა იმისა რომ მამუკა ხაზარაძე არ არის პოლიტიკოსი და არასწორ გზავნილებს უშვებსხოლმე, ძალიან ბევრი სხვადასხვა ტიპის სუბიექტია ახლა  თავშეყრილი: სოციალისტები, ალეკო ელისაშვილი… საბოლოო ჯამში ვფიქრობ დაიშლებიან, რომ შევლენ პარლამენტში, ესეც ნორმალურია არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. არ აქვთ კარგად , მკაფიოდ ჩამოყალიბებული სამიზნე აუდიტორია. ეს კი ართულებს სამიზნე აუდიტორიის პროფილის გამოკვეთას. ვის წამოიყვანს, რა ტიპის ამომრჩეველს წამოიყვანს ეს არის ცოტა ბუნდოვანი. სხვებზე უკეთესი კომუნიკაცია აქვთ , სხვებზე უკეთესად საუბრობენ საარჩევნო პროგრამის  ნაწილებზე, მაგრამ მათგანაც არ არის მკაფიოდ განსაზღვრული რას და როგორ აპირებენ .

იმედა დარსალია – გადავიდეთ გახარიაზე

ირა ჭელიძე – ერთადერთი პარტია ვინც დღეს კონკრეტულ გეგმებზე საუბრობს ეს არის გახარიას პარტია. ყველაზე ნაკლებად აქვს ფული და ხანდახან უფულობა სასარგებლოა. უფულობამ გამოიწვია ის რომ კონცენტრირდნენ საქმეზე. მიხვდნენ რომ ძალიან კონკრეტულად უნდა ელაპარაკონ საკუთარ ამომრჩეველს. აქვთ ძალიან კონკრეტული პროგრამა, მოგწონს არ მოგწონს ეს პროგრამა, ეთანხმები, არ ეთანხმები სხვა საკითხია, მაგრამ ერთადერთი პარტია ამ საარჩევნო ციკლში არის გახარია საქართველოსთვის , რომელიც საკუთარ კამპანიას აწარმოებს სწორად.

იმედა დარსალია – რა არის გახარიას პარტიის შეცდომები ამ წინასაარჩევნო კამპანიაში?

ირა ჭელიძე – მე მაგალითად მგონია რომ შეცდომაა საერთოდ რომ შევიდა ლელოსთან მოლაპარაკებებში (გულისხმობს პრეზიდენტის ინიციატივით დაწყებულ მოლაპარაკებებს). მესმის რომ პრეზიდნეტს ვერ ეტყოდა უარს და დაიწყო მოლაპარაკებები. ორივე მხარე დააზარალა ამან და უფრო მეტად გახარია დაზარალდა. გახარიას ყავს ძალიან მკაფიოდ შემოსაზღვრული სამიზნე აუდიტორია. ვინ არის გახარიას ამომრჩეველი?-ეს არის ქართული ოცნების ანტიდასავლური რიტორიკის გამო ოცნებისგან განდგომილები, რომლებსაც კატეგორიულად არ უნდათ ნაციონალური მოძრაობა, ეშინიათ , არ სჯერათ ლელოსი იმიტომ რომ მამუკა ხაზარაძე მთლად კარგად არ იქცეოდა ანაკლიის პორტთან და რაღაცეებთან მიმართებაში, მაგრამ ოცნებაც აღარ უნდათ, რადგან ეშინიათ ოცნების რადგან რეალურად ეს ამომრჩეველი პროდასავლელია. უნდათ ევროკავშირთან მჭიდრო ურთიერთობა. ქართული ოცნებისგან წამოსული ამომრჩეველია ცალსახად გახარიას ამომრჩეველი.  ასევე გადაუწყვეტელი ამომრჩევლის ის ნაწილი ე.წ. რბილი ქოცები რომლებსაც ბოდიში სლენგისთვის მაგრამ „ეპაზორებათ“ დღეს ქოცები, მართლა სამარცხვინოდ იქცევიან დღეს ქოცები. ასევე გადაუწყვეტელი ამომრჩევლის ის ნაწილი , რომელსაც ეშინია ნაციონალური მოძრაობის, სჯერა რომ შეიძლება მათ ომი წამოიწყონ, სჯერა ქართული ოცნების იმ ნარატივის რომ 2008-ში მიხეილ სააკაშვილმა დაიწყო ომი, ამიტომ კატეგორიულად არ უნდა ნაციონალური მოძრაობა, მაგრამ არც ოცნება უნდა რადგან ქართული ოცნება არის რუსეთისკენ გადახრილი. ამიტომ ამ აუდიტორიისთვის „ლელოსთან“ მოლაპარაკებებში შესვლა ნიშნავს კატასტროფას, რომ გახარია ნაცდება. ამიტომ გახარია რომ იწყებს ლელოსთან მოლაპარაკებას ზარალდება უფრო გახარია ვიდრე ლელო. გახარია კარგავს საკუთარ ამომრჩეველს. ლელო იძენს გახარია კარგავს. მისი შეცდომა იყო ამ მოლაპარაკებებში შესვლა. მას შეეძლო მშვიდად , რაციონალურად აეხსნა  რომ ის დაკარგავდა საკუთარ ამომრცეველს რომელიც მკაფიოდ პოზიციონირებული ყავს. ძალიან ბევრი ადამიანი ვიცი რომელიც მანამდე ფიქრობდა რომ ხმა გახარიასთვის მიეცა, მაგრამ მოლაპარაკებების დროს თქვა რომ მორჩა , აღარ მისცემს გახარიას ხმას.

იმედა დარსალია – რამდენად გაიზარდა წინასაარჩევნო კამპანიების ხარისხი?

ირა ჭელიძე-ხარისხი ვერ გაიზარდა, რადგან ისევ მესიების მოსვლის მოლოდინში ვართ და არ ვსაუბრობთ შინაარსზე. მელაპარაკე ჯანდაცვაზე, განათლების რეფორმაზე სადაც კატასტროფა ხდება. მე ყოველ დღე აუდიტორიებში შევდივარ და ვხედავ სკოლის მერხიდან როგორები მოდიან. ეს მათი ბრალი არ არის როდესაც არ იციან რომ 1900-იანი არის მეოცე საუკუნე, 1800-იანი არის მე-19 საუკუნე… ანუ არ იციან და ეს არ არის მათი ბრალი. განათლების რეფორმა რომელიც შემოგვესაღა როგორც განათლების რეფორმა , ეს არ არის განათლების რეფორმა. ამიტომ ვიდრე პოლიტიკური პარტიები არ შეიძენენ შინაარსს, წინასაარჩევნო კამპანიები არ გაიზრდება . ამომრჩეველი გაიზარდა, რადგან შევიძინეთ 30 წლიანი დიდი გამოცდილება, მაგრამ ამომრჩევლებს ვერ ეწევიან პოლიტიკური პარტიები.

ვიდეო ინტერვიუს სრული ჩანაწერის ლინკი https://www.facebook.com/whatsup.raxdeba/

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img