15.11.2024

ლონდონსა და ნიუ-იორკს შორის ფრენას შესაძლოა საათზე ნაკლები დრო დასჭირდეს

ჰიპერსონიკური კომერციული ფრენების ახალი ერა

კოსმოსური ინდუსტრიის კომპანიამ  Venus Aerospace -მა  წარადგინა ახალი ჰიპერსონიკური ძრავა, რომელიც, მათი თქმით,  დიდი მიღწევაა  მაღალსიჩქარიან ფრენებში.

ლონდონსა და ნიუ-იორკს შორის 3,461 მილის (5.793 კმ) მანძილის ფრენა, რომელიც საშუალოდ რვა საათია, შესაძლოა 60 წუთში შესრულდეს Mach 6 ძრავის სიჩქარით.

Venus Aerospace, ტეხასში დაფუძნებული კომპანიაა, რომელიც ცდილობს ჰიპერსონიკური მგზავრობა რეალობად აქციოს. კომპანიამ  ოფიციალურად განაცხადა, რომ  აწარმოებენ მოწინავე პროპულსიულ ძრავას, რომელსაც შეუძლია მართოს მაღალსიჩქარიანი საჰაერო სატრანსპორტო საშუალებები, მათ შორის დრონები და თვითმფრინავები.

ჰიპერსონიკური ტექნოლოგია ახალი ფენომენი არ არის – ის უკვე გამოიყენება ბალისტიკურ რაკეტებში, კოსმოსურ ექსპედიციებში, ასევე NASA-ს ექსპერიმენტულ X-სამუშაოებში.

თუმცა, ჰიპერსონიკური გადაადგილების კომერციულ ფრენებში დანერგვა ჯერ კიდევ არ არის რეალობა, თუ არ ჩავთვლით ზებგერით პროექტებს, როგორიცაა ბრიტანულ-ფრანგული Concorde, რომელიც 2003 წლიდან აღარ დაფრინავს.

კომპანია იმედოვნებს, რომ Venus Detonation Ramjet 2,000 ფუნტიანი ძრავა (დაახლოებით 907 კგ), რომელსაც ასევე უწოდებენ VDR2-ს, საშუალებას მისცემს საჰაერო ტრანსპორტს იფრინოს გრძელ მანძილზე და  მაღალ სიმაღლეებზე. ამას კი  ხმოვანზე უფრო მაღალი Mach 6 -ით გააკეთებენ.

Venus Aerospace აცხადებს, რომ VDR2-ს ექნება შესაძლებლობა მიაღწიოს  მაქსიმალურ სიჩქარეს Mach 6, ანუ 3,600 მილი (5,793 კმ ) საათში. ძრავა შეძლებს Mach 4 სიჩქარეზე ეფექტური მგზავრობის შენარჩუნებას 5,000-მდე მილის მანძილზე და შეიქმნება სხვადასხვა აეროპორტებში აფრენისა და დაჯდომის შესაძლებლობით, 30-წუთიანი ტურნარაუნდით, რაც ნიშნავს რომ თვითმფრინავი ჩამოფენიდან შემდეგ აფრენამდე 30 წუთში იქნება მზად (ტურნარაუნდი- დროის შუალედი, რაც საჭიროა თვითმფრინავის ჩამოსვლიდან მისი ხელახლა გამგზავრებამდე. ამ პერიოდში ხდება მომსახურება, საწვავის შევსება, დასუფთავება და მომზადება მომდევნო ფრენისთვის ან მოგზაურობისთვის.)

Venus Aerospace – მა ამის შესახებ პირველად განაცხადა Up.Summit-ზე, რომელიც გაიმართა აშშ-ის არკანზასის შტატში. სამიტს ინვესტორები და საავიაციო ტრანსპორტის სექტორის ლიდერები ესწრებოდნენ.

Andrew Duggleby, – Venus Aerospace-ის თანადამფუძნებელმა, განაცხადა, რომ ძრავა “ჰიპერსონიკურ ეკონომიკას რეალობად აქცევს. ჩვენ აღფრთოვანებულნი ვართ Velontra-სთან პარტნიორობით, გვინდა მივაღწიოთ ამ რევოლუციურ მიზანს – მაღალსიჩქარიან  კომერციულ ფრენებს”

Venus Aerospace რევოლუციურ  ძრავას 2025 წელს დრონით გამოცდის.  თუმცა, მათი პირველი ჰიპერსონიკური კომერციული თვითმფრინავის, Venus Stargazer M400-ის წარმოება შეიძლება მხოლოდ 2030-იან წლებში დაიწყოს.

ლონდონსა და ნიუ-იორკს შორის 3,461 მილის მანძილის ფრენა, რომელიც საშუალოდ რვა საათს მოიცავს, შესაძლოა 60 წუთზე ნაკლებ დროში შესრულდეს Mach 6 სიჩქარით.

ძრავა, რომელიც იყენებს როტაციულ დეტონაციურ ტექნოლოგიას, მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჰიპერსონიკურ პროპულსიაში, რაც უფრო ეფექტიანს ხდის ძრავას და ამცირებს წინააღმდეგობას. ეს ტექნოლოგია რევოლუციას მოახდენს როგორც კომერციულ, ასევე თავდაცვით სექტორებში,

თუმცა, ჯერ კიდევ გაურკვეველია, როდის გახდება სრულფასოვანი ჰიპერსონიკური კომერციული თვითმფრინავი რეალობა.

Venus Aerospace-მა თანამშრომლობა დაიწყო NASA-ს Marshall Space Flight Center-თან, რათა განავითაროს ახალი ტექნოლოგია

წყარო: Venus Aerospace

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

განათლების ინოვაციები: მომავლის ფორმირება

ჩვენი დროის განათლება, როგორც არასდროს, ისე საჭიროებს ცვლილებებს. თანამედროვე სამყაროში, სადაც ტექნოლოგიური პროგრესი ყოველდღიურად ახალ გამოწვევებს გვთავაზობს, აუცილებელია, რომ...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img