24.11.2024

სესხებს ფიტნეს-ცენტრებსაც დაუსუბსიდირებენ-bm.ge

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სესხები ფიტნეს-ცენტრებსაც დაუსუბსიდირდება. აღნიშნული ბიზნესმა ჯერ კიდევ გასულ წელს მოითხოვა. გუშინ კი, ფიტნეს ცენტრების წარმომადგენლებმა აქცია გამართეს და საქართველოს მთავრობას გახსნის ნაცლად ხელშეწყობა კიდევ ერთხელ სთხოვეს. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, ისინი მძიმე ფინანსურ პირობებში ამოქმედებას ვერ შეძლებენ, თუ სახელმწიფო ფინანსურ მხარდაჭერას არ აღმოუჩენს. საგადასახადო შეღავათები და საბანკო სესხების სუბსიდირება – ეს ის ორი მთავარი მოთხოვნაა, რომლითაც ფიტნეს-ცენტრები მთავრობას მიმართავდნენ.

ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში ტურიზმის ინდუსტრიასთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ სპორტ დარბაზებს „აწარმოე საქართველოს“ სესხების სუბსიდირების პროგრამაში ჩართავენ.

„ფიტნეს კლუბები ის ინდუსტრიაა, რომლის თებერვალში გახსნა არ გვაქვს დაგეგმილი, სამაგიეროდ, დავეხმარებით სესხების პროცენტის სუბსიდირებაში. ეს გადაწყვეტილება მომზადებულია და უახლოეს მთავრობის სხდომაზე გავიტანთ“, – განაცხადა თურნავამ.

რა პირობით ჩაერთვებიან ფიტნეს-ცენტრები სესხების სუბსიდირების სახელწმიფო პროგრამაში, ეკონომიკის მინისტრს არ დაუკონკრეტებია. წყარო BM.ge

https://bm.ge/ka/article/mtavroba-chamoyalibda-sesxebs-fitnes-centrebsac-dausubsidireben/74297

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა – ევროკავშირის ელჩის განცხადება

25 ნოემბერს მსოფლიო ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენებს, თუ რამდენად მწვავე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img