21.11.2024

პატრიკ ჟანიო: “ასაკის და პანდემიის მიუხედავად, მივდივარ საქართველოში ჩემი საგვარეულო ხის აღსადგენად” – როგორ მოხვდა ქუთაისში ფრანგი ემიგრანტი ოჯახი მე-19 საუკუნეში

”რა­საც ახლა მო­გიყ­ვე­ბით, ამ ამ­ბავ­ში ზო­გი­ერ­თი რამ ვა­რა­უ­დის დო­ნე­ზე რჩე­ბა, ზო­გიც და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­აა. და­ვი­წყებ სულ თა­ვი­დან, ჩემი ორგზის დიდი ბა­ბუ­ის ლო­რან ოგუს­ტის ცხოვ­რე­ბი­დან. ლო­რან-ოგუს­ტი საფ­რან­გეთ­ში,1832 წელს შამ­პან არ­დე­ნის რე­გი­ონ­ში, პა­ტა­რა ქა­ლაქ ვიტ­რი ფრან­სუ­ა­ში და­ი­ბა­და. (შამ­პან არ­დე­ნის რე­გი­ონ­ში, ვიტ­რი ფრან­სუ­ას მახ­ლობ­ლად 12 წელი ვი­ცხოვ­რე – ავტ.) ახალ­გაზ­რდა ლო­რა­ნი 1857 წელს ერთ ად­გი­ლობ­რივ გო­გო­ნა­ზე, ლუის ეს­ტერ­ზე და­ქორ­წინ­და. რო­გორც ვი­ცით, იმ პე­რი­ოდ­ში იგი ჯა­რის­კა­ცი გახ­ლდათ, მაგ­რამ, რო­გორც ჩანს, ოჯა­ხის რჩე­ნის მიზ­ნით მე­ვე­ნა­ხე­ო­ბას მოჰ­კი­და ხელი და შვი­ლე­ბის გა­ჩე­ნის შემ­დეგ უკვე ამით ირ­ჩენ­და თავს.” – ამბობს პატრიკ ჟანიო.

საფ­რან­გე­თი, ემიგ­რა­ცი­უ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს­თან ის­ტო­რი­უ­ლად და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ქვე­ყა­ნაა და ჩვენც არა­ერ­თხელ გვსმე­ნია ამ­ბე­ბი ლე­ვილ­ში და­სახ­ლე­ბუ­ლი პირ­ვე­ლი თა­ო­ბის დიდი ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტე­ბის შე­სა­ხებ – ამ­ბე­ბი იმა­ზე, თუ რო­გორ მი­დი­ოდ­ნენ რუ­სე­თის რე­ჟი­მის­გან დევ­ნი­ლი ჩვე­ნი წი­ნაპ­რე­ბი საფ­რან­გეთ­ში. რო­გორც თა­ვა­დაც ემიგ­რანტს, ბუ­ნებ­რი­ვად მე­ტად მი­მაქვს გულ­თან ეს ამ­ბე­ბი და მინ­და, ერთი ლე­გენ­და გი­ამ­ბოთ ემიგ­რა­ცი­ა­ში საფ­რან­გე­თი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­სუ­ლი ფრან­გუ­ლი ოჯა­ხი­სა, ამ­ბა­ვი, რო­მელ­შიც მე­ზო­ბე­ლი რუ­სე­თი, სამ­წუ­ხა­როდ, კვლავ მტარ­ვა­ლად გვევ­ლი­ნე­ბა… 

ბა­ტო­ნი პატ­რიკ ჟა­ნი­ოს დიდი ოჯა­ხის ის­ტო­რი­ის გასაცნობად იხილეთ ბმული: http://bit.ly/2MuJMRg

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის ჩაშლა:ხელისუფლების ნაბიჯები და შედეგები

შესავალი საქართველო-გერმანიის სამხედრო თანამშრომლობა წლების განმავლობაში იყო საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ქვაკუთხედი. დასავლეთის მხარდაჭერა სამხედრო პროგრამებში და საერთაშორისო მისიებში აქტიური ჩართულობა...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img