ოკუპირებულ აფხაზეთში, გაგრასა და ოჩამჩირის რაიონის სოფლებში გუშინ საღამოს ტყის ხანძრები დაფიქსირდა.
ე.წ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, რომ ღია ცეცხლი დაფიქსირდა გაგრის შემოვლითი გზის 24-ე კილომეტრთან, ასევე, ოჩამჩირის რაიონის სოფლებში მოქვსა და მერკულაში.
გაგრაში 30 ჰექტარზე გავრცელებულ ცეცხლს სამი სახანძრო ბრიგადა ებრძოდა. მაშველებმა სპეციალური ტექნიკის გამოყენება ვერ შეძლეს, ამიტომ, ღია კერებს შიშველი ხელებით აქრობდნენ. მათივე მტკიცებით, ცეცხლი ლიკვიდირებულია.
ოჩამჩირის სოფლებში ცეცხლი 10 ჰექტარზე იყო გავრცელებული და აქაც ღია კერები ლიკვიდირებულია.
წყარო: kvira.ge