22.11.2024

„მეწარმეები პირისპირ დარჩნენ ბანკებთან“ – რას სთხოვს ,,ლილო მოლი“ მთავრობას

პირველი ლოქდაუნის მსგავსად, ახლაც უნდა მოხდეს გაჩერებული ბიზნესებისთვის, სესხების საყოველთაო რესტრუქტურიზაცია – ამის შესახებ რადიო „პალიტრასა“ და ,,პალიტრანიუსის“ გადაცემაში ,,საქმე“ ,,ლილო მოლის“ გენერალურმა დირექტორმა განაცხადა.

გიორგი კვარაცხელია ამბობს, რომ ახლა ბიზნესი ფიქრობს გადარჩენაზე და არა მოგებაზე, ამისთვის ითხოვენ გახსნას.

,,ჩვენს ტერიტორიაზე 6 000-მდე მაღაზიაა და 4 000-მდე მეწარმე სუბიექტი, მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია მუშაობის ყოველი დღე. გამომდინარე კრიზისიდან, რომელშიც ვართ. შეშფოთების საგანი იყო გაყოფა სფეროში, რომ ბაზრობები არ იხსნებოდა და იხსნებოდა მხოლოდ მოლები. ამის არგუმენტად მივიღეთ, რომ მოლებში გაცილებით ნაკლებია მობილობა, ვიდრე ბაზრობებზე. იყო შიშიც, რომ შესაძლოა არც 15 თებერვალს გავხსნილიყავით, რაზეც გუშინდელ შეხვედრაზე მივიღეთ გარანტია, რომ არ გადასცდება ამ თარიღს.

რეგულაციები რაც გვქონდა, უფრო გამკაცრდა და გამკაცრდება კონტროლიც. რთული იქნება მუშაობის განახლება, მაგრამ ვეცდებით, რომ ერთმანეთის დახმარებით და გვერდით დგომით ეს შევძლოთ. პირველ ეტაპზე ბუნებრივია, ბიზნესი ვერ იფიქრებს მოგებაზე, მთავარია გადავრჩეთ, ეს არის მნიშვნელოვანი. თებერვლის თვე ჩვენთვის ისედაც არ არის დიდად მომგებიანი, ამას ახლა დაემატება ტრანსპორტის შეზღუდვა და ხარჯი, რომელსაც თანამშრომლების გადაადგილებისთვის გავწევთ, მაგრამ მთავარია, რომ გავიხსნათ და მოგვეცეს მუშაობის უფლება. იმედი გვაქვს, რომ ამასაც გადავიტანთ. ლილოს ბაზრობა და პურის ქარხანა მუშაობდა მხოლოდ თბილისში და იმასაც კი გავუძელით“-აცხადებს ,,ლილო მოლის“ დირექტორი.

კვარაცხელიას თქმით, მათ სთხოვეს მთავრობის წევრებს უშუამდგომლონ ბანკებთან, რათა სესხების საყოველთაო გადავადება კიდევ ერთხელ მოხდეს გაჩერებული ბიზნესებისთვის.

,,ჩვენი ბოლო თხოვნა იყო, რომ ბანკებს სთხოვოს ხელისუფლებამ მეტი ყურადღებით მოეპყრონ ჩვენი მეწარმეების სესხების რესტრუქტურიზაციას. ეს საჭიროება არსებობს, რადგან პირველი ლოქდაუნისგან განსხვავებით, ახლა უფრო გაუჭირდათ სესხის გადახდა. გაზაფხულზე, სესხების გადავადება მოხდა ყველასათვის. ახლა კი, მეწარმეები პირისპირ დარჩნენ ბანკებთან და ბევრ შემთხვევაში უკმაყოფილოები არიან. შესაბამისად, გაჩერებულ ობიექტებზე იქნებ სთხოვოს სახელმწიფომ ბანკებს, იყოს უფრო ლოიალური. ეს იყო ჩვენი თხოვნა.

თხოვნა იყო ისიც, რომ რადგან ჩვენი ქონება 6 თვეა არ გამოგვიყენებია ეკონომიკური საქმიანობისთვის, წლის ბოლომდე ისევ გადაიწიოს გადახდამ, როგორც 2020-ში“, – განაცხადაა გიორგი კვარაცხელიამ „საქმეში“.

წყარო: bpn.ge

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img