25.11.2024

ქვეყანაში შემოსვლისას, საქართველოს მოქალაქეებისთვის სავალდებულო თვითიზოლაციის ვადა მცირდება-1TV.GE

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ქვეყანაში შემოსვლასთან დაკავშირებული უსაფრთხოების რეგულაციები მსუბუქდება როგორც საქართველოს მოქალაქეებისთვის, ისე უცხოელებისთვის. საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც არ წარადგენენ „პისიარ“ ტესტის პასუხს, 12 დღის ნაცვლად, რვადღიან თვითიზოლაციაში გადავლენ. საქართველოს მოქალაქეებს კი რომლებიც ქვეყანაში შემოსვლისას წარადგენენ „პისიარ“ ტესტის უარყოფით პასუხს, რვადღიანი იზოლაციის ნაცვლად, მესამე დღეს საკუთარი ხარჯით გაიკეთებენ განმეორებით ტესტს.

„მოგეხსენებათ, პირველი თებერვლიდან ხდება რეგულარული ფრენების აღდგენა. შესაბამისად, ჩვენ, პრემიერ-მინისტრის დავალებით, მთელი ეს პერიოდი ვმუშაობდით როგორც საქართველოს მოქალაქეების, ასევე უცხოეთის მოქალაქეების ქვეყანაში შემოსვლის რეჟიმის გადახედვაზე. უფრო კონკრეტულად, ხდება შემსუბუქება, რაც ხელს შეგვიწყობს რეგულარული ფრენების აღდგენის პირობებში, ყველა ეპიდემიოლოგიური წესის დაცვით თანდათან ავამოქმედოთ ტურისტული პოტენციალი.

დღემდე საქართველოს მოქალაქეები ქვეყანაში შემოდიან ან ნეგატიური „პისიარ“ ტესტით და ამ შემთხვევაში რვადღიან თვითიზოლაციაში გადადიან, ან თუ მათ არ აქვთ „პისიარ“ ტესტი წარდგენილი, 12-დღიან თვითიზოლაციას ექვემდებარებიან. პირველი თებერვლიდან, რეგულარული ფრენების აღდგენასთან ერთად, საქართველოს მოქალაქეებისთვის ხდება გარკვეული შემსუბუქება, კერძოდ, მათ ექნებათ არჩევანის უფლება – შემოვიდნენ ქვეყანში ნეგატიური „პისიარ ტესტით“ და ძველებურად რვადღიან თვითიზოლაციაში გადაინაცვლონ, ან თვითიზოლაციის ნაცვლად, მესამე დღეს საკუთარი ხარჯით კიდევ ერთი „პისიარ“ ტესტი ჩაიტარონ. ამ შემთხვევაში, თავისუფლები არიან თვითიზოლაციიდან. ხოლო საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, ვისაც არ ექნება ნეგატიური „პისიარ“ ტესტი, 12-დღიანი თვითზილოაციის ნაცვლად, რვადღიანი თვითიზოლაცია წესდება“, – განაცხადა თურნავამ.

წყარო 1TV.GE

https://1tv.ge/news/qveyanashi-shemosvlisas-saqartvelos-moqalaqeebistvis-savaldebulo-tvitizolaciis-khangrdzlivoba-mcirdeba/

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველო – ახალი პარლამენტი, ლეგიტიმაციის კრიზისი და დემოკრატიის ჩიხი

საქართველო-დემოკრატიის ჩიხი დღეს, 25 ნოემბერს საქართველოს XI მოწვევის პარლამენტის პირველი პლენარული სხდომა იმართება, თუმცა ეს მოვლენა არაერთი საკვანძო საკითხით, კრიტიკითა...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img