21.11.2024

მსოფლიოში კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 2,278,576

მსოფლიოში კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი ორ მილიონ 278,576-ია. ამის შესახებ ინფორმაციას ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს. სტატისტიკური მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე გლობალური მასშტაბით აღრიცხულია 104 მილიონზე მეტი ინფიცირებული.

დაავადებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით პირველ ადგილზეა აშშ-ში, სადაც პანდემიის გამოცხადებიდან დღემდე ვირუსი 26 მილიონ 522 ათასს ადამიანს გამოუვლინდა. გარდაიცვალა 449 ათასზე მეტი კოვიდპაციენტი.

მეორე ადგილზე ინფიცირებულთა რიცხვით არის ინდოეთი, სადაც „კოვიდ-19“ ათ მილიონ 777 ათასს ადამიანზე მეტს დაუდგინეს. მესამე ბრაზილია – 9 მილიონ 283 ათასი ინფიცირებულით. მხოლოდ ბოლო 24 საათში სამხრეთ ამერიკის ამ სახელმწიფოში ვირუსით ინფიცირებული 56 ათასზე მეტი ადამიანი აღრიცხეს. გარდაიცვალა 1200-ზე მეტი პაციენტი.

რთული ვითარებაა დიდი ბრიტანეთშიც, სადაც საერთო ჯამში ვირუსი სამ მილიონ 882 ათასს ადამიანს დაუდასტურდა. ბრიტანეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ეპიდემიის პიკი ქვეყანაში უკვე გადავლილია, თუმცა ინფექციის გავრცელების ტემპი კვლავ მაღალია. დიდ ბრიტანეთში უკვე აცრეს ათი მილიონი ადამიანი, თუმცა მთავრობის განცხადებით, ჯანდაცვის სექტორი კვლავ გადატვირთულია.

მსოფლიოში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობით მეხუთე ადგილზეა რუსეთი, სადაც ვირუსი სამ მილიონ 858 ათასს ადამიანს დაუდასტურდა. თუმცა ბოლო დღეებში ახალი ინფიცირებულების რაოდებობა იკლებს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე სამი მილიონ 310 ათასი ადამიანი დაინფიცირდა „კოვიდ-19“-ით საფრანგეთში. ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსს 358 ადამიანი ემსხვერპლა. გამოვლინდა 26 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა. საფრანგეთში ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით მკაცრი შეზღუდვები და კომენდანტის საათი კვლავ ძალაში რჩება.

ორ მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა „კოვიდ-19“-ით კიდევ სამ ევროპულ სახელმწიფოში. ესენი ესპანეთი, იტალია და გერმანია. სამივე ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი დაწყებულია, თუმცა ვირუსის ახალი შემთხვევებისა და გარდაცვლილთა რაოდენობა კვლავ საგანგაშოა.

რაც შეეხება საქართველოს მეზობელ სახელმწიფოებს – თურქეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 8 100-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 117 პაციენტი. ამასთან, თურქეთში გამოვლინდა კორონავირუსის ბრიტანული შტამით ინფიცირებული 196 შემთხვევა. ორ ადამიანს დაუდგინდა სამხრეთ აფრიკული, ხოლო ერთს კორონავირუსის ბრაზილიური ვარიანტი.

აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 162 ადამიანს დაუდასტურდა. გარდაიცვალა ოთხი პაციენტი. სულ აზერბაიჯანში პანდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსი გამოუვლინდა 230 ათასს 500-ზე მეტ ადამიანს, მათგან 224 ათასი გამოჯანმრთელდა.

წყარო 1tv.ge

https://1tv.ge/news/msoflioshi-koronavirusis-shedegad-gardacvlilta-rickhvma-or-milion-262-atass-gadaacharba/

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img