24.11.2024

რომელ სასტუმროში დაიქირავა მთავრობამ ყველაზე მეტი საკარანტინე სივრცე BM.GE

2020 წლის განმავლობაში პანდემიის წინააღმდეგ მიმარტული ღონისძიებებიდან ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული საკარანტინე სივრცეების მართვის პროგრამა იყო. გასული თვეების განმავლობაში როგორც ტურიზმის ადმინისტრაციამ, ასევე, სხვა სახელმწიფო უწყებებმა, საკარანტინედ სასტუმროების დაქირავებაზე 120 მილიონამდე თანხა დახარჯეს. მათ შორის ყველაზე დიდი ღირებულების ხელშეკრულებები შპს “მეტრო ეიფორია ჰოტელ ბათუმთან” არის გაფორმებული, რომელთა ჯამური ღირებულებაც 19.4 მილიონი ლარია.

“მეტრო ეიფორია ჰოტელ ბათუმი” მართავს აჭარაში უმსხვილეს, 455-ნომრიან სასტუმრო “ეიფორიას“; ამას გარდა 2017-19 წლებში კომპანიამ იჯარით აიღო 4 სასტუმრო: „ბიზნეს ლეჯენდი“, „ინტურისტი“, „მეტრო სქაი თაუერი“ და აპარტამენტები ეიფორიაში. ამჟამად კომპანია ასევე მართავს „სითი ჰოტელ ბათუმს“. კომპანიის დამფუძნებელი და მესაკუთრე ბიზნესმენი გალიფ ოზთურქია.

სახელმწიფოს მიერ გასულ წელს განსაზღვრული კრიტერიუმების თანახმად, საკარანტინე ზონაში ერთი დღით სასტუმრო ნომრის დაქირავების მაქსიმალური ღირებულება 100 ლარს შეადგენს. 

როგორც ცნობილია, წელს სახელმწიფო აუდიტის სამსახური COVID-19-ის წინააღმდეგ გაწეული ხარჯების, მათ შორის საკარანტინე სივრცეების დაქირავების ეფექტიანობას შეისწავლის. 

წყარო BM.GE

https://bm.ge/ka/article/romel-sastumroshi-daiqirava-mtavrobam-yvelaze-meti-sakarantine-sivrce/75117

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა – ევროკავშირის ელჩის განცხადება

25 ნოემბერს მსოფლიო ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენებს, თუ რამდენად მწვავე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img