ისრაელიდან მედიით გავრცელებული ინფორმაციით, ამ ქვეყნის მკვლევრებმა დიდი წინსვლას მიაღწიეს კოვიდ-19-ის სამკურნალო პრეპარატის განვითარების საქმეში, ამის თაობაზე ცნობა ფეისბუკით გაავრცელა ისრაელის ელჩმა საქართველოში, რონ გიდორმა, რომლის თანახმად, კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატის კვლევის პირველი ფაზა დასრულდა.
მვლევრების თანახმად, 30 პაციენტიდან, რომლებსაც მისცეს EXO-CD24-ი, 29-მ, საავადმყოფო დატოვა 3-5 დღემდე, უთხრეს თელ ავივის თელ ავივის სურასკის სამედიცინო ცენტრის (იხილოვის საავადმყოფო) მკვლევრებმა ისრაელის KAN News-ს. 30-ე „პაციენტიც გამოჯანმრთელდა, მაგრამ მას რამდენიმე დღით მეტი დასჭირდა,“ ამბობს სამედიცინო ცენტრის კოვიდ-19-ის კვლევის მიმართულების ხელმძღვანელი, პროფესორი ნადირ არბერი.
პრეპარატი, რომელიც წარმოადგენს ნოვატორულ ნაერთს, ეფუძნება გამდიდრებულ CD24-ეზოსომებს და პირდაპირ ფილტვებში ხდება მისი შესუნთქვა, რათა კოვიდ-19-ის მიერ გამოწვეული ციტოკინური ქარიშხალი არ განვითარდეს.
ცნობით, კოვიდ-19-ს ორი ფაზა აქვს. პირველი ფაზა გრიპის მსგავსად ვითარდება და მას მხოლოდ ხელის შემწყობი მკურნალობა სჭირდება. მეორე ფაზა პაციენტების 5-7 პროცენტს მოიცავს, უფრო რისკ ფაქტორების მქონე პირებს ეხება და იმუნური სისტემის გააქტიურებას იწვევს. ამას უწოდებენ „ციტოკინურ ქარიშხალს“.
„ვაქცინამ რომც აკეთოს თავისი საქმე, რომ არც გაჩნდეს ვირუსის ახალი მუტირებული ვარიანტები, კორონავირუსი მაინც დარჩება ჩვენთან ამ თუ იმ ფორმით”, ამბობს პროფესორი არბერი ტელ ავივის საავადმყოფოდან და განმარტავს, რომ მან და მისმა კოლეგებმა შექმნეს პრეპარატი სახელწოდებით, EXO-CD24.
პრეპარატის ეს შემადგენლობა განსაზღვრულია ზომიერიდან კრიტიკულ მდგომარეობამდე მყოფი პაციენტებისთვის, რომ მოხდეს მათი უფრო მძიმე მდგომარეობამდე გაუარესების თავიდან აცილება.
იჩილოვის სამედიცინო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, პროფესორი რონი გამზუ ამბობს: “მეამაყება, რომ უკვე ახლა, იჩილოვში, პირველთა შორის მსოფლიოში, ჩვენ ვმუშაობთ კვლევის ამ დარგში და შესაძლოა, ვაახლოვებთ დასაწყისს ისრაელის პასუხისა ამ საშინელ გლობალურ პანდემიაზე”
რადიო თავისუფლების სტატია