23.11.2024

აზერბაიჯანის ომბუდსმენი საქართველოში 11 წლის გოგოს სავარაუდო ნიშნობას გამოეხმაურა-NETGAZETI.GE

აზერბაიჯანის ომბუდსმენი, საბინა ალიევა საქართველოს სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას საქართველოში ბავშვების სავარაუდო “ნიშნობის” ფაქტზე მიმართავს.

მიმართვაში აზერბაიჯანელი უფლებადამცველი ნინო ლომჯარიას სთხოვს, რომ შესაბამისმა ორგანოებმა გამოიძიონ მომხდარი და ყველაფერი გააკეთონ ბავშვების უფლებების დასაცავად.

სოციალურ ქსელში საქართველოს მოქალაქე ეთნიკურად აზერბაიჯანელი არასრულწლოვნების  “ნიშნობის” ამსახველი ვიდეო გავრცელდა. კადრებში ჩანს ორი არასრულწლოვანი. გავრცელებული ცნობებით, ვიდეოზე აღბეჭდილია მათი “ნიშნობა.” შემთხვევა თბილისში, ფონიჭალაში მოხდა. შსს-ში ამბობენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ქორწინების იძულებას გულისხმობს.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა გუშინვე დაიწყო მოკვლევა სოციალურ ქსელში გავრცელებულ შესაძლო დანაშაულებრივ ფაქტთან დაკავშირებით.

“სამწუხაროდ, საქართველოში კვლავ ხშირია ადრეულ ასაკში და ბავშვთა ქორწინება, ასევე, ნიშნობის მანკიერი პრაქტიკა. საქართველოს სახალხო დამცველის შესწავლილი საქმეები მიუთითებს, რომ აღნიშნულ შემთხვევებს უმეტესად იძულებითი ქორწინების ფორმა აქვს და თავისუფლების უკანანო აღკვეთის ან მშობელთა შორის გარიგების შედეგია. სახელწიფოს მიერ ამ მიმართულებით, მათ შორის, პრევენციის მიზნით გადადგმული ნაბიჯები, სათანადოდ არ პასუხობს ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს”.

საქართველოს სახალხო დამცველი მნიშვნელოვნად მიიჩნევს სამართალდამცავი უწყების და ბავშვზე ზრუნვის ორგანოს მხრიდან აღნიშნულ ფაქტზე მყისიერ რეაგირებას, ქორწინების იძულების აღკვეთასა და ბავშვის საუკეთესო ინტერესის უგულებელყოფის შემთხვევის შესწავლას. აუცილებელია არასრულწლოვანთან და მის ოჯახთან მუშაობა. ამასთან, მნიშვნელოვანია გაგრძელდეს საზოგადოებასთან მუშაობა ადრეულ ასაკში და ბავშვთა ქორწინების დანაშაულებრივი ფაქტების პრევენციისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img