25.11.2024

რა ხდება ქვეყნის პრემიერის გადადგომის შემდეგ და რას ითვალისწინებს კონსტიტუცია?

რა ხდება ქვეყნის პირველი პირის გადადგომის შემდეგ და რა პროცედურებს ითვალისწინებს კონსტიტუცია?

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დღეს გადადგა. საქართველოს კანონმდებლობით პრემიერის გადადგომის შემდეგ თანამდებობაზე დარჩენილი მინისტრები მოვალეობის შემსრულებლად ითვლებიან. პოლიტიკური პროცესების განვითარებასთან ერთად, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ რა პროცედურებს ითვალისწინებს კონსტიტუცია და რა კანონიერი ბერკეტებით არის შესაძლებელი მოვლენების განვითარება.

რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ პარლამენტმა ახალი პრემიერი ვერ დაამტკიცა.

კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტის, ვახუშტი მენაბდის თქმით, პრემიერ-მინისტრს უფლებამოსილება უწყდება გადადგომისთანავე (მოვალეობას ასრულებს ვიცე-პრემიერი). დანარჩენი მთავრობა კი, განაგრძობს მუშაობას ახალი მთავრობის ფორმირებამდე;

მთავრობის შემადგენლობასთან ერთად პარლამენტს წარედგინება სამთავრობო პროგრამა

„მთავრობის შემადგენლობასთან ერთად პარლამენტს წარედგინება სამთავრობო პროგრამა. ასევე, პარლამენტს პრემიერ-მინისტრის გადადგომიდან 2 კვირიანი ვადა აქვს მმართველი პარტიის მიერ დასახელებული კაბინეტის დასამტკიცებლად. ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის – ანუ 76 დეპუტატის მხარდაჭერა. თუ ამ ვადაში ნდობისთვის საჭირო ხმების მობილიზება ვერ მოხერდა პარლამენტს კონსტიტუცია დამატებით ორ კვირიან ვადას აძლევს კაბინეტის შემადგენლობაზე მოლაპარაკებებისთვის. და მაინც, თუ პარლამენტმა ამ ოთხ კვირაში მთავრობა ვერ დაამტკიცა, პრეზიდენტი ვალდებულია 1 კვირის ვადაში დაითხოვოს პარლამენტი და დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები.“ – განმარტავს ვახუშტი მენამდე.

კონსტიტუციის 56-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი არ დაითხოვს პარლამენტს და არ დანიშნავს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნებს, თუ პარლამენტი ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვადის ამოწურვიდან 2 კვირის ვადაში სრული შემადგენლობის უმრავლესობით ნდობას გამოუცხადებს პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთ მესამედზე მეტის მიერ წამოყენებული პრემიერმინისტრობის კანდიდატის მიერ წარდგენილ მთავრობას.

კონსტიტუციის 56-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი არ დაითხოვს პარლამენტს და არ დანიშნავს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნებს, თუ პარლამენტი ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვადის ამოწურვიდან 2 კვირის ვადაში სრული შემადგენლობის უმრავლესობით ნდობას გამოუცხადებს პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთ მესამედზე მეტის მიერ წამოყენებული პრემიერმინისტრობის კანდიდატის მიერ წარდგენილ მთავრობას.

იმ შემთხვევაში თუ პარლამენტმა ორჯერ არ/ვერ გამოუცხადა ნდობა ახალ მთავრობას დაინიშნება რიგგარეშე არჩვენები. რა წესით ჩატარდება რიგგარეშე არჩევნები? – ამ კითხვაზე, კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტი, ვახუშტი მენამდე განმარტავს, რომ „კონსტიტუციის არსებული რედაქციით რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება 120/30 (ჩაკეტით) სისტემით 1%-იანი ბარიერით; ასევე, რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება მინიმუმ 24 აპრილს მაქსიმუმ 25 მაისის პერიოდში.

სანამ რიგგარეშე არჩევნების შედეგად გამარჯვებული პოლიტიკური ერთობა ახალ მთავრობას დაამტკიცებს, მანამდე მოვალეობას არსებული კაბინეტი შეასრულებს. საქართველოს პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია თანამდებობიდან დღეს გადადგა. როგორც მან საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, “ერთიანი ნაციონალური” მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით მმართველ გუნდთან ერთობლივ აზრს ვერ მიაღწია.

გახარიას თქმით, ასეთი ღონისძიება მხოლოდ მაშინ უნდა ჩატარდეს, როდესაც ესკალაციის არანაირი რისკი არ იარსებებს.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა – ევროკავშირის ელჩის განცხადება

25 ნოემბერს მსოფლიო ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენებს, თუ რამდენად მწვავე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img