25.11.2024

ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად

გიორგი გახარიას გადადგომიდან რამდენიმე საათში, “ქართულმა ოცნებამ” პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა. როგორც “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საგანგებოდ ჩანიშნულ  ბრიფინგზე განაცხადა, პოლიტსაბჭომ აღნიშნული გადაწყვეტილება ერთხმად მიიღო.

ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა და უდიდესი პატივი, რომ დამტკიცების შემთხვევაში, მეორედ ვიყო ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარტია „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა ქვეყანაში არსებულ პრობლემებს და აღნიშნა, რომ უმრავლესობის გუნდი ძალიან მალე აღადგენს წესრიგს და იმ წონასწორობას, რომელიც აუცილებელია ქვეყანაში იმისთვის, რომ გააგრძელოს ნორმალურად, კონსტიტუციის ფარგლებში ფუნქციონირება.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველო – ახალი პარლამენტი, ლეგიტიმაციის კრიზისი და დემოკრატიის ჩიხი

საქართველო-დემოკრატიის ჩიხი დღეს, 25 ნოემბერს საქართველოს XI მოწვევის პარლამენტის პირველი პლენარული სხდომა იმართება, თუმცა ეს მოვლენა არაერთი საკვანძო საკითხით, კრიტიკითა...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img