თემის განახლება–პარლამენტთან აქციის დროს დაკავებული „ლელოს“ წევრები ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.
დღეს საღამოს პარლამენტთან სამართალდამცველებსა და სამოქალაქო აქტივისტებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა . პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე პოლიციამ 10 პირი დააკავა.
სამართალდამცველებსა და სამოქალაქო აქტივისტებს შორის ფიზიკური დაპირისპირება სამოქალაქო აქტივისტების განმარტებით, კარვის სხვა ადგილზე გადატანას მოჰყვა.
ის აქტივისტები, რომლებიც რამდენიმე თვეა საკანონმდებლო ორგანოს შენობის უკანა შესასვლელთან კარვებში იმყოფებოდნენ, დღეს კარვის გადმოტანას პარლამენტის წინ აპირებდნენ, რისი უფლებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს, რასაც მათ შორის ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.
პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეების თქმით, ისინი გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებენ.