საქართველოს პარლამენტმა ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობა 89 ხმით ორის წინააღმდეგ გამოუცხადა.
მინისტრთა კაბინეტში მხოლოდ ორი ახალი მინისტრია – თავდაცვის მინისტრის თანამდებობა ჯუანშერ ბურჭულაძემ დაიკავა, ხოლო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე გახდა.
დანარჩენი უწყებების ხელმძღვანელები საკანონმდებლო ორგანომ უცვლელად დაამტკიცა.
ნდობის მისაღებად მთავრობის შემადგენლობას 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდებოდა.