24.11.2024

ოპოზიცია 3 საათზე, კანცელარიასთან აქციას გამართავს

გაერთიანებული ოპოციზია  3 საათზე, მთავრობის კანცელარიასთან აქციას გამართავს. აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც სამართალდამცველებმა ნაციონალური მოძრაობის ოფისში განხორციელებული სპეცოპერაციის შედეგად, ნიკა მელია დააკავეს.

“ის, რაც დღეს აქ მოხდა, არის სამარცხვინოზე სამარცხვინო ლაქა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და ეს ლაქა დიდი ხსნი განმავლობაში იქნება სამწუხაროდ ჩამოურეცხავი. 3 საათზე ვიკრიბებით კანცელარიასთან. მე პირადად, ძალიან ბევრ ადამიანთან ერთად ვპირდები ივანიშვილს, რომ დღევანდელი დღე მისთვის იქნება წყალგამყოფი. დღევანდელ დღეს მან თავის თავს დაუსვა წერტილი. ის ამ ქვეყანაში ვეღარ იცხოვრებს. მისი ადგილი ამ ქვეყანაში არ არის” – განაცხადა გიგი უგულავამ.

ის, რაც დღეს აქ მოხდა, არის სამარცხვინოზე სამარცხვინო ლაქა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და ეს ლაქა დიდი ხსნი განმავლობაში იქნება სამწუხაროდ ჩამოურეცხავი

ჟურნალისტებთან განცხადება გააკეთა გიგა ბიკერიამ, “ევროპული საქართველოს” ლიდერის თქმით, არსებული რეჟიმი საზოგადოების პრაგმატული და მორალური ვალია და ამიტომ პროტესტი მნიშვნელოვანია.

 “ერთადერთი, სწორი პასუხი ამ ყველაფერზე არის მშიდობიანი პროტესტი და პროტესტი უნდა გაგრძელდეს მანამ, სანამ არ დასრულდება ეს რეჟიმი. ეს არის ჩვენი საზოგადოების პრაგმატული და მორალური ვალი” – ამბობს გიგა ბოკერია,

ერთადერთი, სწორი პასუხი ამ ყველაფერზე არის მშიდობიანი პროტესტი და პროტესტი უნდა გაგრძელდეს მანამ, სანამ არ დასრულდება ეს რეჟიმი. ეს არის ჩვენი საზოგადოების პრაგმატული და მორალური ვალი

ვაგრძელებთ ბრძოლას და ბრძოლა იქნება გამარჯვებამდე” – თქვა აქციის დაანონსებისას ხატია დეკანოსიძემ. მისი თქმით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისიდან წაღებულია სერვერი და კომპიუტერული ტექნიკა, ოფისში კი, გაზით მოწამლული ადამიანებიც არიან.

ოპოზიციური პარტიის ლიდერი ნიკა მელია, რამდენიმე საათის წინ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში, საკუთარ კაბინეტში დააკავეს სამრთალდამცველებმა. ნიკა მელიას დაკავებას უკვე მოჰყვა საერთაშორისო საზოგადოების მწვავე გამოხმაურება.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა – ევროკავშირის ელჩის განცხადება

25 ნოემბერს მსოფლიო ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენებს, თუ რამდენად მწვავე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img