ოპოზიციის აქცია დასრულდა
ოპოზიციის მიერ დაგეგმილი აქცია პარლამენტის წინ და პოლიტიკური ლიდერების სიტყვით გამოსვლა დასრულდა. თუმცა, საკანონმდებლო ორგანოსთან სამოქალაქო აქტივისტები და აქციის მონაწილეთა ნაწილი ამ დრომდე რჩება.
როგორც ისინი აცხადებენ, ღამის გათენებას პარლამენტთან არსებულ კარვებში აპირებენ.
საპროტესტო აქციაზე საზოგადოებას ოპოზიციის წარმომადგენლებმა მიმართეს. მთავრობის ადმინისტრაციასთან შეკრებილ მოქალაქეებს პირველად „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ მიმართა.
„ეს იყო სიმბოლური აქტი, რომელიც მოდის ამ შენობიდან, მთავრობის კანცელარიიდან, ბოლშევიკებისგან, ადამიანებისგან, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ ეს ქვეყანა საბოლოოდ დაისაკუთრონ, რომელთაც გადაწყვიტეს, რომ ნიკას ციხეში გამოკეტვით თავისუფლებას საბოლოოდ წაგვართმევენ.
დღეს ჩვენ, ჩემი მეგობრები, ნიკასთან ერთად ვიყავით ყველაზე ამაყები, იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც ოფისში იცავდნენ თავისუფლებას. დიახ, იქ გადიოდა თავისუფლების ხაზი, აქ გადის თავისუფლების ხაზი, თავისუფლების ხაზი გადის თქვენს გულებში, ვისაც არ გსურთ, რომ ეს ქვეყანა ერთი ჯამბაზის, პრორუსის და უბედურების, ამ ქვეყნის მომავალის განჭვრეტის უნარის არ მქონე ადამიანის საკუთრებაში იყოს. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ერთი რამ, ღირსებასა და თავისუფლებას ვერავინ წაგვართმევს, ეს უნდა დავიბრუნოთ, როცა ეს ქვეყანა ერთი ადამიანის საკუთრება აღარ იქნება, როცა ერთი ადამიანი არ გადაწყვეტს ვინ გაუშვას ციხეში, ვის მიუსაჯოს გირაო, მისი და გავრილოვების დავალებები შეასრულოს, როდის გამოუშვას ოპოზიციური პარტიების ოფისში როდიონოვები.
„ეს იყო სიმბოლური აქტი, რომელიც მოდის ამ შენობიდან, მთავრობის კანცელარიიდან, ბოლშევიკებისგან, ადამიანებისგან, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ ეს ქვეყანა საბოლოოდ დაისაკუთრონ, რომელთაც გადაწყვიტეს, რომ ნიკას ციხეში გამოკეტვით თავისუფლებას საბოლოოდ წაგვართმევენ.
ჰოდა, „ჰაკიმ ფაშა“, როდიონოვო, გავრილოვებო, მხდალებო, ლაჩრებო, დილის ხუთ საათზე მოხვედით მძინარე მშვიდობიან ადამიანებთან და გადაწყვიტეთ გამოგეყენებინათ ძალა. დღეიდან ვიწყებთ განმათავისუფლებელ მოძრაობას, აღარ არის პარტიების განსხვავებების დრო. რამდენს დაგვიჭერენ? დღეს ნიკას დაიჭერენ, ხვალ თქვენ, მე დამიჭერენ, როცა უსამართლობა კარებზე გვიკაკუნებს მოუსავლეთში უნდა გავისტუმროთ. გაუმარჯოს ჩვენს წამოწყებას და იმ ადამიანებს, ნიკას თამადობით, ვინც თავი გასწირა და მიხვდა, რომ ამ ქვეყნაში ღირსება და თავისუფლება, ევროატლანტიკური მისწრაფებები მნიშვნელოვანია. ვერ გადაუვლით თავისუფალ ადამიანებს. ბრძოლა უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ბიძინა ივანიშილის, როდიონოვებისა და ბოლშევიკების წინააღმდეგ. არასდროს დავბრუნდებით საბჭოთა კავშირში!“- განაცხადა დეკანოიძემ.
აქციაზე სიტყვით გამოვიდა ნიკა მელიას მამა, ანზორ მელია. მან აქციაზე შეკრებილ საზოგადოებას მისი შვილის გვერდით დგომისთვის მადლობა გადაუხადა და მთავრობას მიმართა, რომ ხალხს ვერ დააჩოქებენ.
ვერ გადაუვლით თავისუფალ ადამიანებს. ბრძოლა უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ბიძინა ივანიშილის, როდიონოვებისა და ბოლშევიკების წინააღმდეგ. არასდროს დავბრუნდებით საბჭოთა კავშირში
„ნიკა ვაჟკაცია და ის ყველაფერს გაუძლებს – მთავრობას მინდა მივმართო, ვერაფერს ვერ გააკეთებთ, ხალხს ვერ დააჩოქებთ, საქართველოში მალე გათენდება. მიუხედავად მძიმე დღეებისა, მოხარული ვარ, რომ ჩემი შვილის გვერდით ამდენ მოსიყვარულე თვალებს ვხედავ. ეს წარმოუდგენელი იყო, არ მოველოდი, ასეთ ასაკში ასეთი სიყვარულის მოპოვებას. ნიკა, თუ როგორი შემტევი, როგორი თავდაუზოგავი, როგორი ენერგიულია, ეს რომ თქვენ დაინახეთ, შეიყვარეთ, რომ მლოცავთ მე, ჩემს მეუღლესა და ბავშვებს, ყველას დიდი მადლობა“ , – განაცხადა ანზორ მელიამ.
აქციის მიმდინარეობის დროს,რუსთაველის გამზირი გადაკეტილი იყო, თუმცა ამ დროისთვის საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია.
ცნობისთვის, სამართალდამცავებმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მელიას აყვანის სპეცოპერაცია პარტიის ცენტრალურ ოფისში გამთენიისას დაიწყო. ოპერაციის ფარგლებში შსს-მ სპეციალური ტექნიკა და სპეცდანიშნულების რაზმი გამოიყენა. გაუშვა ე.წ. წიწაკის სპრეი, რითაც პარტიის ოფისში მყოფი პირები დაშალა.