22.11.2024

„ფაიზერის“ ვაქცინას ვერ მივიღებთ. შესაძლოა „ასტრაზენეკას“ ინდური ან კორეული ვერსია მივიღოთ – ისიც „თუ არ დაგვაღალატეს“

„ასტრაზენეკასთან” დაკავშირებით კონტრაქტები გაფორმებულია. თუ არ დაგვაღალატეს, რამდენიმე ასეული ათასი დოზა, წესით და რიგით, უნდა მივიღოთ, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

გამყრელიძემ განმარტა, თუ რატომ ვერ მიიღო საქართველომ „ფაიზერის“ ვაქცინა დაანონსებულ ვადებში.

„დადასტურება იყო ძლიერი საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, რომ საქართველოს თებერვლის ბოლო კვირაში უნდა მიეღო პირველი „ფაიზერის“ დოზები, ამაზე იყო სრული დასტური. სამწუხაროდ, მოგეხსენებათ, რომ დიდი დეფიციტია, „ფაიზერმა“ და „მოდერნამ“ ვერ შეასრულა ევროკავშირის დაკვეთები სრულად, დღეს ევროკავშირი თავისი აცრის მაჩვენებლით ბევრად ჩამორჩება აშშ-ს და ბრიტანეთს. „ფაიზერს“ სურს, რომ ევროკავშირთან თავისი ვალდებულებები შეასრულოს და ამიტომ დანარჩენი 18 ქვეყნის მომარაგებაში შეიქმნა პრობლემა, რომლებიც Covax პლატფორმიდან უნდა მოვმარაგებულიყავით. ჯერ არ ვიცით ზუსტი თარიღები „ფაიზერთან“ მიმართებაში, მაგრამ ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ მეორე არხებით, რაზეც ვმუშაობთ, იგივე კოვაქსით ასტრაზენეკას მიღებასთან დაკავშირებით და პირდაპირი მოლაპარაკებებით ასტრაზენეკას ორ მწარმოებელთან, რომელიც გახლავთ ინდოეთის სერუმის ინსტიტუტი და კორეის ერთერთი დიდი მწარმოებელი, რომ გარკვეული სერიოზული დოზები, რამდენიმე ასეული ათასი დოზა, წესით და რიგით, ყოველ შემთხვევაში, თუ არ დაგვაღალატეს, უნდა მივიღოთ მარტში, კონტრაქტები უკვე გაფორმებულია…ქვეყანა ყველაფერს აკეთებს, რომ მარტში დაიწყოს ვაქცინაცია. ახლა დაავადებათა კონტროლის ცენტრი სრულად გადაერთო „ასტრაზენეკას“ ვაქცინის ლოჯისტიკაზე, რომელიც ქვეყანაში 350-მდე ადგილს მოიცავს. ხვალ და ზეგ იწყება ამ ხალხის კიდევ ერთხელ გადამზადება უკვე „ასტრაზენეკასთან“ მიმართებაში. ძალიან გვინდა, რომ მაისის ბოლომდე 200 000 ადამიანი მაინც ავცრათ ორჯერადად და შემდეგ, უკვე ივნისიდან დავიწყოთ გაფართოებული აცრების კამპანია“,– აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img