23.11.2024

საქართველოს მთავრობა – “კოვაქს პლატფორმას” არ დაურეკია. რატომ არ გვაქვს ვაქცინა?

მას შემდეგ, რაც „კოვაქს პლატფორმამ“ საქართველოს მთავრობა ვაქცინის მისაღები კრიტერიუმების ვერდაკმაყოფილებაში დაადანაშაულა, საქართველოს მთავრობამ საპასუხო ბრიფინგი ჩანიშნა. პასუხი “პლატფორმას” ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ გასცა:

დღეს არის 1-ელი მარტი, ჩვენ „კოვაქსისგან“ და „ფაიზერისგან“ დღესაც ველოდებით სატელეფონო ზარის ზუსტ თარიღს

“ამას სჭრიდება კიდევ დამატებითი მოლაპარაკება, სადაც ყველა პირობა დაზუსტდება და ამას ორმხრივად მოეწერება ხელი, როგორც კი გვექნება ეს ორმხრივი ხელშეკრულებები. როცა ჩვენ „ფაიზერის“ ვაქცინის ქვეყანაში შემოსვლას უკვე თებერვლის შუა რიცხვებიდან ველოდით, „ფაიზერის“ შუალედური კომუნიკაციის შემდეგ, „კოვაქსმა“ გვაცნობა, რომ „ფაიზერის“ მიერ არის გარკვეული დამატებითი მოთხოვნები, რომელიც ვაქცინის მიღებისთვის ქვეყნის ტექნიკურ მზაობას არანაირად არ უკავშირდება და ეს დაკავშირებულია პასუხისმგებლობის ფინანსურ გადაზღვევასთან, რომლის დეტალებს 23 თებერვლის წერილში ჩვენ „კოვაქსი“ ვერ გვატყობინებს, თუმცა, გვპირდება, რომ მომდევნო კვირის განმავლობაში ჩაინიშნება სატელეფონო კონსულტაცია, სადაც ეს პირობები დაზუსტდება. დღეს არის 1-ელი მარტი, ჩვენ „კოვაქსისგან“ და „ფაიზერისგან“ დღესაც ველოდებით სატელეფონო ზარის ზუსტ თარიღს, სადაც უკვე საბოლოოდ შევთანხმდებით იმაზე, რომ პირობები, რომელიც მათ ჩამოაყალიბეს და საქართველომ უკვე დაადასტურა იუსტიციისა და ჯანდაცვის სამინისტროების საშუალებით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანხმობის საფუძველზე, იურიდიული და ტექნიკური მზაობა ყველა ამ პირობის მიღებისთვის არსებობს. ამდენად ქართული მხარის მიერ „ფაიზერთან“ მიმართებით შეფერხება არ ყოფილა არცერთი წუთი და როგორც კი გვექნება მათი საბოლოო დასტური, რა თქმა უნდა, ქართული მხარე ამ ნაწილს დახურავს და გადავალთ მოლაპარაკების ფინანსურ ნაწილზე. ქვეყნის მზაობა არის სრულ შესაბამისობაში იმ კრიტერტიუმებთან, რომელიც „ფაიზერის“ ვაქცინის მისაღებად დაისვა“

“კოვაქს პლატფორმა” გვატყუებს თუ საქართველოს მთავრობა ფაქტი არის ერთი – ვაქცინა ჯერ ისევ არ გვაქვს.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img