22.11.2024

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია -ევროპაში ეპიდემიოლოგიური ვითარება გაუარესდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ევროპაში ეპიდემიოლოგიური ვითარება გაუარესდა. განცხადება ორგანიზაციის ევროპის ბიუროს ხელმძღვანელმა, ჰანს კლუგემ „ტვიტერით“ გაავრცელა.

„თებერვალში დაფიქსირებული უკუსვლის შემდეგ, ახლა თვალს ვადევნებთ ახალი ტალღის გავრცელების საგანგაშო ნიშნებს ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, ასევე ბალკანეთის სახელმწიფოებში“, – განაცხადა კლუგემ.

მისივე ინფორმაციით, ბოლო 24 საათში მსოფლიოში ახალი ინფიცირებულების ყველაზე დიდი რაოდენობა 10 ქვეყანაშია აღრიცხული და მათგან ოთხი ევროპაში მდებარეობს.

ცნობისათვის, გასული კვირის განმავლობაში მსოფლიოში კორონავირუსის 2.6 მილიონი შემთხვევა გამოვლინდა, რაც, წინა კვირასთან შედარებით, 7%-ით მეტია, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ყოველკვირეულ მიმოხილვაშია აღნიშნული.

ორგანიზაციის ინფორმაციით, შემთხვევებმა მოიმატა აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში (14%-ით), სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში (9%-ით), ევროპაში (9%-ით) და ამერიკაში (6%-ით).

ჯანმო-ს მონაცემებით, ინფიცირების ყველაზე მეტი რაოდენობა შემდეგ 5 ქვეყანაში დაფიქსირდა : აშშ-ში (472 904 ახალი შემთხვევა), ბრაზილიაში (373 954), საფრანგეთში (149 959), იტალიასა (112 029 ახალი შემთხვევა) და ინდოეთში (105 080 ახალი შემთხვევა).

რაც შეეხება ფატალურ შემთხვევებს, გასული კვირის განმავლობაში მსოფლიოში კორონავირუსით 63 000-მდე ადამიანი დაიღუპა, რაც წინა კვირასთან შედარებით, 6%-ით ნაკლებია.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img