22.11.2024

რუსეთის საგარეო უწყება – ამერიკელ კოლეგებს მოვუწოდებთ, ცეცხლს ნუ ეთამაშებიან

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებით აშშ-ის მიერ სანქციების დაწესება მტრული ქმედებააა და ვაშინგტონს მოუწოდებს, ცეცხლს ნუ ეთამაშება.

„აშშ-ის ადმინისტრაციამ მტრული, ანტირუსული თავდასხმა განახორციელა, როდესაც ევროკავშირთან ერთად,“მოსკოვის დასჯის“ მიზნით მორიგი სანქციები გამოაცხადა,”- აღნიშნულია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. მათი აზრით, სანქციები რუსეთის შიდა საქმეებში ჩარევის საბაბია.

„ალექსეი ნავალნის მოწამვლის გამო სანქციების დაწესება მხოლოდ საბაბია, რომლითაც აშშ რუსეთის შიდა საქმეებში ერევა“, – ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მოსკოვის რეაქცია შესაბამისი იქნება.

„ამასთან შეგუებას არ ვაპირებთ. რეაგირებას ნაცვალგების პრინციპზე დაყრდნობით მოვახდენთ. მტკიცედ დავიცავთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს და ნებისმიერ აგრესიას მოვიგერიებთ. ჩვენ კოლეგებს მოვუწოდებთ, ცეცხლს ნუ ეთამაშებიან,“– აცხადებენ უწყებაში.

რუსეთის საგარეო უწყებამ განცხადება მას შემდეგ გაავრცელა რაც გუშინ ევროკავშირმა და აშშ-მა, ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის მოწამვლის საქმესთან დაკავშირებით რუს მაღალჩინოსნებს და კომპანიებს სანქციები დაუწესეს.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img