„დიპლომატიური კორპუსის მხარდაჭერა და ჩართულობა, საქართველოს მართლმსაჯულების რეფორმაში, არსებითად მნიშვნელოვანია. ამიტომ გთავაზობთ, გადავიდეთ საქმეზე – ერთად ვიმსჯელოთ და შევქმნათ საქართველოს სასამართლოს მოდერნიზების გეგმა, რომელიც ამოქმედდება დაუყოვნებლივ და არა მომავლში, როგორც ბევრი პოლიტიკური პარტია პროგნოზირებს,“ – . მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე სასამართლო სისტემის ფუნდამენტურ რეფორმასთან დაკავშირებით საქართველოში აკრედიტირებულ ელჩებს მიმართავს.
მიმართვის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:
„საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა რჩება დღეს ჩვენი სახელმწიფოსთვის უმთავრეს გამოწვევად.
მარადიული მმართველობის იდეით შეპყრობილმა პოლიტიკურმა სპექტრმა პოლარიზაციას გადააყოლა ქვეყნის მთავარი ფუნდამენტი – სასამართლო სისტემა, რომელიც დღეს უკვე ღრმა ჩიხშია. ამ თემაზე დიდი ხანია ხმამაღლა ვსაუბრობდი და ვსაუბრობ, როგორც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ტრიბუნიდან და სხვა საჯარო სივრციდან.
დღეს უკვე საქართველოს ყველა საერთაშორისო პარტნიორი და მეგობარი მიგვითითებს, რომ პოლარიზება და სასამართლო სისტემის მიმართ უნდობლობა საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფოებრიობას.
თუმცა ფაქტია, ქვეყანაში წარმოდგენილი პოლიტიკური ძალებიდან, არც ერთს გააჩნია საკმარისი საზოგადოებრივი ნდობა და კომპეტენცია იმოქმედოს პოლარიზაციის მიღმა საქართველოში მდგრადი სახელმწიფო ინსტიტუტების, მათ შორის დამოუკიდებელი მართლმსაჯულების შესაქმნელად. დამერწმუნებით, ეს კომპონენტები არსებითად მნიშვნელოვანია.
ასეთ სიტუაციაში, ჩემი, როგორც ერთი მოქალაქის, მოვალეობად მიმაჩნია დაუყოვნებლივ დავიწყო ქმედება სასამართლო სისტემის რეალური რეფორმისთვის.
ამ მიმართულებით დიდი ხანია ვმუშაობ. საზოგადოებას ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ წარვუდგინე სასამართლო სისტემის რეფორმირების ხედვა – “ სასამართლო რეფორმის 6 ნაბიჯი“, რომელიც დაფუძნებულია ჩემს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო განათლებაზე, კომპეტენციასა და გამოცდილებაზე.
თქვენი, დიპლომატიური კორპუსის მხარდაჭერა და ჩართულობა, საქართველოს მართლმსაჯულების რეფორმაში, არსებითად მნიშვნელოვანია. ამიტომ გთავაზობთ, გადავიდეთ საქმეზე – ერთად ვიმსჯელოთ და შევქმნათ საქართველოს სასამართლოს მოდერნიზების გეგმას, რომელიც ამოქმედდება დაუყოვნებლივ და არა მომავლში, როგორც ბევრი პოლიტიკური პარტია პროგნოზირებს,“ – აღნიშნულია მიმართვის ტექსტში.
ანა დოლიძე ელჩებს სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით, საკუთარ ხედვას სთავაზობს – „სასამართლო რეფორმის 6 ნაბიჯი“:
სასამართლოს მოდერნიზება
ნაბიჯი II
მოსამართლეთა კორპუსის განახლება
1.მოხდეს არსებული მოსამართლეების გამოცვლა/გადარჩევა
2. სასამართლოს დაემატოს 100-ზე მეტი მოსამართლე
3. გადარჩევაში მონაწილეობდეს ევროკავშირის სპეციალური მისია
4. სასამართლო სისტემის გადატვირთულობის პრობლემის მოსაგვარებლად, თბილისში შეიქმნას მარჯვენა და მარცხენა სანაპიროების სასამართლოები
ნაბიჯი III
პრეცედენტული სამართალი (ინგლისური)
ამ გზით სამართალი იქნება განჭვრეტადი და შემცირდება კორუფციის ნიშნები
ნაბიჯი IV
ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი
ნაფიც მსაჯულთა სასამართლო სისხლის სამართლის საქმეებთან ერთად სამოქალაქო დავებშიც დაინერგოს
ნაბიჯი V
სასამართლოს დეცენტრალიზაცია
ა) მოსამართლეებს როტაციის წესით დაეკისროს სასამართლოს წარმომადგენლობა
ბ) ყველა საორგანიზაციო ფუნქცია დაეკისროს საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ დანიშნულ სასამართლოს მენეჯერებს
შევქმნათ რამდენიმე საბჭო სხვადასხვა ფუნქციით. მაგალითად, ცალკე დანიშვნების საბჭო
ნაბიჯი VI
იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმირება
მოსამართლეთა განათლება თანხვედრაში უნდ იყოს ევროპულ სისტემებთან