25.11.2024

ეკონომიკის მინისტრის ზღაპრები. Wizzair უარყობს ფრენების დაწყებას

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას ინფორმაციას , რომ უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია “WizzAir” -ი მარტის ბოლოდან ქუთაისში ფრენებს 20 მიმართულებით აღადგენს და კვირაში 45 რეისს შეასრულებს, ავიაკომპანია არ ადასტურებს. Euronews Georgia-სთან კომპანიის კომუნიკაციების ხელმძღვანელმა გააკეთა კომენტარი , რომელმაც თქვა რომ მინისტრის მიერ დასახელებული სავარაუდო თარიღი სინამდვილეს ამ ეტაპზე არ შეესაბამება.

კომპანიაში ამბობენ რომ „ვიზეარი“ საქართველოში ფრენებს მაშინ განაახლებს როცა რეგულაციები და შეზღუდვები ამის საშუალებას მოგვცემს. ამ ეტაპზე ნაადრევი იქნება კომენტარის გაკეთება იმასთან დაკავშირებით თუ როდის განვაახლებთ რეგულარულ ფრენებს, შესაბამისად ზუსტი თარიღის დასახელება არ შემიძლია. მას შემდეგ რაც ბილეთების გაყიდვას დავიწყებთ, ვფიქრობთ, რომ კვლავ დაბალ ფასს შევინარჩუნებთ, რადგან ჩვენ კვლავ გვჭირდება მგზავრთა ნაკადის მოზიდვა. გვსურს, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღვადგინოთ ოპერირება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან.“ – ამბობს ანდრას რადო, კომპანია Wizz air -ის კომუნიკაციების ხელმძღვანელი Euronews Georgia-სთან.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველო – ახალი პარლამენტი, ლეგიტიმაციის კრიზისი და დემოკრატიის ჩიხი

საქართველო-დემოკრატიის ჩიხი დღეს, 25 ნოემბერს საქართველოს XI მოწვევის პარლამენტის პირველი პლენარული სხდომა იმართება, თუმცა ეს მოვლენა არაერთი საკვანძო საკითხით, კრიტიკითა...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img