26.11.2024

მამუკა მდინარაძე-ჩემთვისაც სიურპრიზი იყო დანიელსონის გადაწყვეტილება, რომ საქართველოში რჩებოდა

„ჩემთვისაც სასიამოვნო სიურპრიზი იყო დამშვიდობების შემდეგ კრისტიან დანიელსონის გადაწყვეტილება, რომ საქართველოში რჩებოდა და მედიაციას გააგრძელებდა – ეს იყო ძალიან კარგი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განუცხადა.

„გამომდინარე იქედან, რომ გუშინ საბოლოო შეთანხმება ვერ მოხდა, პროცესი დროში ცოტა უნდა გაწელილიყო და შეიძლება კარგი არ ყოფილიყო, ვინაიდან, ეს ადამიანი საქართველოში დარჩა და მოლაპარაკებებს აგრძელებს, ეს მხოლოდ კარგია. მის დარჩენას ვიღაცეებმა რა კუდები მოაბეს, როგორ გაიტანეს შეხვედრის დეტალები, ეს ის საკითხებია, რომელზეც ვერ ვსაუბრობთ. დამერწმუნეთ, ბევრს ვილაპარაკებთ, შეთანხმების შემდეგ. ბევრ რამეს აღმოაჩენთ, რომელსაც ოპოზიციის მხრიდან სიმართლესთან არ ჰქონია ადგილი. ამის იქით სიღრმეში არ ჩავალ, რადგან შეხვედრის პირობებს ვიცავ”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

სალომე ზურაბიშვილი – საჭიროა ახალი თაობა და ახალი პოლიტიკური ძალები

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ეს განცხადება არამხოლოდ კრიტიკული შეფასებაა არსებული პოლიტიკური ველის მიმართ, არამედ შეიცავს სტრატეგიულ გზავნილს, რომელიც რამდენიმე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img