22.11.2024

ირაკლი ღარიბაშვილი – ჩვენ ინფორმაცია მივაწოდეთ ევროკავშირს იმ მძიმე დარღვევების შესახებ, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ხდება

ვისაუბრეთ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებაზე, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ, ჟოზეფ ბორელთან და ოლივერ ვარჰეისთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე

მთავრობის მეთაურმა, მადლობა გადაუხადა ევროკავშირს, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში.

„ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებების საკითხი. რუსეთი ახდენს ოკუპირებას და ეფექტურ კონტროლს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. ევროკავშირის მნიშვნელოვანი ძალისხმევა გულისხმობს მონიტორინგის მისიის ჩართულობას და მხარდაჭერას არაღიარების პოლიტიკის ფარგლებში და კონტექსტში. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება ჩვენთვის, საერთო უსაფრთხოების და უშიშროების საკითხების კონტექსტში. ჩვენ ინფორმაცია მივაწოდეთ ევროკავშირს, იმ მძიმე დარღვევების შესახებ, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ხდება, მათ შორის, ბატონი ზაზა გახელაძის დაკავება. დასკვნით ნაწილში, მე მინდა მადლობა გადაგიხადოთ ორივეს ბატონებო და იმედი მაქვს, შემდეგ ჯერზე, საქართველოში გიხილავთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img