23.11.2024

ჟოზეფ ბორელი – პარლამენტის ბოიკოტირება არ წაადგება დემოკრატიის ფუნქციონირებას

ჟოზეფ ბორელი – გამოსავლის მოძებნაში განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება მმართველ პარტიასა და მთავრობას. ასევე, პარლამენტის ბოიკოტირება არ წაადგება დემოკრატიის ფუნქციონირებას

„ყველა პარტიამ, ყველა პოლიტიკურმა აქტორმა უნდა გაითვალისწინოს არსებული სიტუაციის ფართო შედეგები, ქართველი ხალხის ინტერესები წინ უნდა დააყენოს და გამოძებნოს გამოსავალი. გამოსავლის მოძებნაში განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება მმართველ პარტიასა და მთავრობას. ასევე პარლამენტის ბოიკოტირება არ წაადგება დემოკრატიის ფუნქციონირებას და პოლიტიკურ პლურალიზმს,“ – ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების საბჭოს შეხვედროს შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების საბჭოს შეხვედრა თქვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან დროს გაიმართა. გასული წლის შემოდგომის საპარლამენტო არჩევნებიდან ევროკავშირს არაერთხელ უთქვამს, რომ ყველა პოლიტიკურმა აქტორმა აუცილებლად უნდა გამოძებნოს საერთომ ენა და არსებული პოლიტიკური სიტუაციიდან გამოსავალი. ეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია იმ დროს, როცა საქართველომ უნდა გადაჭრას კორონავირუსთან დაკავშირებული საკითხები, პანდემია და მიღწიოს წარმატებას რეფორმების განხორციელების დღის წესრიგში, მათ შორის საარჩევნო რეფორმის, სასამართლო რეფორმის ჩათვლით. მე ხაზი გავუსვი, რომ გამოსავლის მოძებნაში განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება მმართველ პარტიასა და მთავრობას. ასევე პარლამენტის ბოიკოტირება არ წაადგება დემოკრატიის ფუნქციონირებას და პოლიტიკურ პლურალიზმს. ყველა პარტიამ, ყველა პოლიტიკურმა აქტორმა უნდა გაითვალისწინოს არსებული სიტუაციის ფართო შედეგები, ქართველი ხალხის ინტერესები წინ უნდა დააყენოს და გამოძებნოს გამოსავალი. თქვენი იცით, რომ ევროკავშირი დიდი ხანია არის ჩართული საქართველოში პოლიტიკური პარტიების დიალოგის ფასილიტატორობაში და ახლახანს ჩვენ გადავედით ფასილიტატორობიდან მედიაციაზე, მარტის დასაწყისში ევროკავშირის პრეზიდენტის შარლ მიშელის თბილისში ვიზიტის შემდეგ. ჩვენ დღეს არაფორმალურ შეხვედრაზე ამ მედიაციის საკითხით განვიხილეთ, რომელსაც პირადად შარლ მიშელი ხელმძღვანელობს. საწუხაროდ, ჯერჯერობით შეთანხმება მიღწეული არ არის, თუმცა, ჩემსა და პრემიერ-მინისტრს შორის გამართული დისკუსიიდან შევიტყვე, რომ ის მოწოდებულია კონსტრუქციული თანამშრომლობისა და პროგრესისკენ და იგივე უნდა გაკეთდეს ოპოზიციის მხრიდანაც,“- განაცხადა ჟოზეფ ბორელმა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img