26.11.2024

კახა კალაძე: საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭომ აღნიშნა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები კონკურენტული იყო

თბილისის მერმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბრიუსელში ვიზიტი მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე შეაფასა. მისი თქმით:

„მინდა, გამოვეხმაურო პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტს ბრიუსელში, სადაც ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები გაიმართა. საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭომ დაადასტურა მზაობა, ხელი შეუწყონ  ევროკავშირთან საქართველოს უფრო ღრმა პოლიტიკურ ასოცირებას და ეკონომიკურ ინტეგრაციას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ორივე მხარემ აღიარა საქართველოს ევროპული მისწრაფებები, მისი ევროპული არჩევანი და საერთო მიზანი – გააგრძელოს დემოკრატიული, სტაბილური და წარმატებული ქვეყნის შენება და განვითარება. ასოცირების საბჭომ აღნიშნა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები კონკურენტული იყო და მთლიანობაში, დაცული იყო ფუნდამენტური თავისუფლებები. ასოცირების საბჭომ მოგვიწოდა ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს საქართველოში, ერთობლივი მუშაობისა და ღია დიალოგის შენარჩუნებისკენ, რაც ვფიქრობ, ასევე მნიშვნელოვანია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირს ასევე, მიაწოდა ინფორმაცია იმ მძიმე დარღვევების შესახებ, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ხდება.  

„ჩვენ ასევე, მოვისმინეთ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისრის, ჟოზეფ ბორელის განცხადებები სხდომის დასრულების შემდეგ, სადაც მან ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ეუთო ჩატარებულ არჩევნებს განიხილავს, როგორც თავისუფალს და დამოუკიდებელს. ვიზიტი მნიშვნელოვანი იყო ასევე, იმ თვალსაზრისითაც, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ მიაწოდა ევროკავშირს  ინფორმაცია იმ მძიმე დარღვევების შესახებ, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ხდება, მათ შორის, ზაზა გახელაძის დაკავებასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველო – ახალი პარლამენტი, ლეგიტიმაციის კრიზისი და დემოკრატიის ჩიხი

საქართველო-დემოკრატიის ჩიხი დღეს, 25 ნოემბერს საქართველოს XI მოწვევის პარლამენტის პირველი პლენარული სხდომა იმართება, თუმცა ეს მოვლენა არაერთი საკვანძო საკითხით, კრიტიკითა...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img