რუსთავში არასრულწლოვანმა გოგომ კამათის დროს მისი თანატოლი სავარაუდოდ დანით დაჭრა. 17 წლის გოგოს ჭრილობა მუცლის არეში აქვს.
დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მას სამედიცინო დახმარება კლინიკაში გაუწიეს, რის შემდეგაც, ბინაზე გაწერეს.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით აღიძრა, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებსს გულისხმობს. ინფორმაციას info რუსთავი ავრცელებს