„უმნიშვნელოვანესია ალტერნატიული, ძლიერი მოთამაშის გაჩენა პოლიტიკურ ველზე და ამ ძლიერი მოთამაშის მეშვეობით იმ ნათელი, განჭვრეტადი მომავლის ჩვენება, რომელშიც კოალიციური მმართველობა ამ ალტერნატიული ძალის ირგვლივ ფორმირდება.“ – ამის შესახებ გიორგი მერგველაშვილმა ტელეკომპანია „მთავარ არხთან“ საუბრისას განაცხადა.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის თქმით, ქართველი ხალხი, ასევე ჩვენი პარტნიორები არ არიან მზად იმისთვის, რომ ხელისუფლება გადააბარონ რომელიმე ერთ მოთამაშეს – „ქართულ ოცნებას“ ან „ნაციონალურ მოძრაობას“.
“უმნიშვნელოვანესია ალტერნატიული, ძლიერი მოთამაშის გაჩენა პოლიტიკურ ველზე და ამ ძლიერი მოთამაშის მეშვეობით იმ ნათელი, განჭვრეტადი მომავლის ჩვენება, რომელშიც კოალიციური მმართველობა ამ ალტერნატიული ძალის ირგვლივ ფორმირდება. ეს არის გასაკეთებელი, ამის ელექტორალური რესურსი არსებობს. მე ვუყურებ იმ მონაცემებს, რაც გააჩნიათ არა „ნაციონალურ მოძრაობას“, არამედ სხვა პოლიტიკურ პარტიებს ჯამურად. ეს შთამბეჭდავი პროცენტია, პლუს კიდევ სხვა ამომრჩეველი, რომელიც აძლევს ხმას არა „ქართული ოცნების“, არამედ „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ. ესეც ამ პოლიტიკური ძალის პოტენციალია. ამ ალიანსს ვხედავ მე როგორც ძალას, შესაძლებლობას, ვაჩვენოთ პარტნიორებს და საზოგადოებას განჭვრეტადი, სტაბილური მომავლის პოლიტიკური გადაწყვეტა. ასევე მე ვეყრდნობი იმ კვლევებს, რომელიც ტარდება. ეს პოტენციალი და მზაობა არსებობს. მაგრამ დღეს ეს ძალა არა უბრალოდ კარგი საარჩევნო შედეგის დადების წინაპირობაა, ეს არის ალტერნატივა და სტაბილურობის გარანტი, იმიტომ, რომ ორი სხვადასხვა პოლუსი საშიშროების და დისბალანსის პოტეციალს ქმნის“, – აცხადებს გიორგი მარგველაშვილი “მთავარი არხთან” საუბრისას.