დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე კი, ვირუსს ჯამში 3 700 ადამიანი ემსხვერპლა.
დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 11 923 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 262 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 189 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.20%