უკანასკნელი 20 წლის მანძილზე რუსეთში 34 ათასი დასახლებული პუნქტი გაქრა. ამის შესახებ რუსეთის ფედერალური საზოგადოებრივი ტელევიზიის (ОТР) ეთერში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ვლადიმირ კაშინმა განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, გამქრალი სოფლების გარდა, არსებობს კიდევ 10 ათასამდე დასახლებული პუნქტი, რომელშიც 8 ადამიანიც კი არ ცხოვრობს და ახლო მომავალში, ისინი მთლიანად დაიცლებიან.კაშინის თქმით, 95 ათას რუსულ სოფელს არ გააჩნია: ფოსტა, მაღაზია, გზები, ტელეფონი, სამედიცინო პუნქტი, გაზიფიკაცია, წყალმომარაგება, კანალიზაცია.
კემეროვოს ოლქის სოფელ ბრიანსკში მცხოვრები ვალენტინა გლიბოვსკაიას მონათხრობი, რომელიც გაზეთ „მოსკოვსკი კომსომოლეცზე“ დაყრდნობით, რუსულმა საინფორმაციო სააგენტო „რეგნუმმა“ გამოქვეყნდა:
„სოფელში არაფერი არ არის. არც მაღაზია, არც ექიმი, არც ფოსტა. სასწრაფოს გამოძახება მხოლოდ მაშინ შეიძლება, როდესაც გზები მშრალია. გაზაფხულზე და შემოდგომაზე, როდესაც გზები ტალახიანია აქ მანქანა ვერ მოძრაობს. შუქი გვაქვს, მაგრამ წყალს მხოლოდ ჭიდან ვიღებთ. წყალსადენი როდესღაც იყო, მაგრამ დიდი ხნის წინ იქ რაღაც გაფუჭდა და მას შემდეგ არც მუშაობს და არც აკეთებენ. ხელისუფლება ვერც კი გვამჩნევს. თითქოს აქ არც ვცხოვრობდეთ. მალე 72 წელი შემისრულდება. როგორ შეგვიძლია ვცხოვრობთ და თავს ვირჩენთ.“
დასახლებული პუნქტების გაქრობის პროცესი ყველაზე ინტენსიურადრუსეთის ევროპული ნაწილის ჩრდილოეთში,ციმბირშიდა შორეული აღმოსავლეთის მხარეში შეინიშნება, სადაც ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა დაუსახლებელი ტერიტორიის ფართობი. მიტოვებული ათასობით კილომეტრი, სადაც ადამიანებს ვეღარ შეხვდებით. რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის გეოგრაფიის ინსტიტუტის წარმომადგენელის ტატიანა ნეფედოვას თქმით, ამ რეგიონებში მოსახლეობა ყოველწლიურად 3 პროცენტით იკლებს.
როსტატის მონაცემებით კი, 2001 წლიდან 2017 წლამდე, რუსეთის სოფლის მოსახლეობა 1,4 მილიონი ადამიანით შემცირდა. ჯერ კიდევ 2010 წელს ჩატარებული მოსახლეობის საყოველთაო აღწერით გამოირკვა, რომ რუსეთში 20 ათასი მკვდარი დასახლებული პუნქტია. მას შემდეგ მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა. მაგალითად: ომსკის ოლქში ბოლო წლებში გაქრა 26 დასახლებული პუნქტი; ნოვოსიბირსკის ოლქში – 35; კრასნოიარსკის ოლქში – 22; კემეროვოში – 12 ტერიტორიული ერთეული.
სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, სოფელში მცხოვრებ ყოველ 1000 შრომისუნარიან მოქალაქეზე 819 პენსიონერი მოდის, რაც სოფლებიც აშკარა გადაბერებაზე და მათ კვდომაზე მიუთითებს.
მომზადებულია საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონის მიერ.