26.11.2024

თეა წულუკიანი – რაც არ უნდა ბერიას მეძახდნენ, მაინც დავინტერესდები განსხვავებული აზრით და რა დგას ამ განსხვავებული აზრის მიღმა

რაც არ უნდა ბერიას მეძახდნენ, მაინც დავინტერესდები განსხვავებული აზრით და დავინტერესდები, რა დგას ამ განსხვავებული აზრის მიღმა,- ამის შესახებ კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

წულუკიანი უშუალოდ საოპერო მომღერლის, ანიტა რაჭველიშვილის მწვავე პოზიციასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „თუ სისტემა არ იარსებებს და არ იქნება შემუშავებული ფულის ხარჯვის სწორი წესი, ის მომღერლებს ხელს ვერ შეუწყობს“.

„იმდენად ჩემში ღიმილს იწვევს ეს შიშები… ქალბატონი ინგა გრიგოლია ავითარებს თურმე ნარატივს, თეორიას, რომ წულუკიანს უნდა ცენზურა, ოღონდ ვერ აკონკრეტებს მე რა ბერკეტი მაქვს ცენზურისთვის, ამიტომ ეს სასაცილოა. ისიც უთქვამთ, რომ მე ვარ ბერია. ამ სფეროში არ არსებობს სისტემა, ძვირფას მომღერლებს, მათ შორის ქალბატონ ანიტას მინდა ვუთხრა, რომ თუ არ იარსებებს სისტემა, სამინისტროს აპარატი კვალიფიციური კადრებით, ფულის ხარჯვის სწორი წესი, მაშინ ვერ იქნებიან ხელშეწყობილები, ამიტომ ჩემი მიზანია მათ ხელი შევუწყო. მე მათ ხელს ვერ შევუწყობ, თუ არ მეყოლება კვალიფიციური, მიუკერძოებელი ადამიანებისგან დაკომპლექტებული აპარატი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამის სურვილი მაქვს, რომ მოვიკითხო, მოვისმინო ყველა განსხვავებული აზრი, დავინტერესდე, რა დგას ამ აზრის უკან, ეს არის უბრალო უკმაყოფილება, თუ განსხვავებული აზრი, რომელიც მიზნად ისახავს პრობლემების გადაჭრას. ამით მე, რაც არ უნდა ქალბატონ ინგას არ მოსწონდეს და მეძახდეს ბერიას, მაინც დავინტერესდები განსხვავებული აზრით და დავინტერესდები, რა დგას ამ განსხვავებული აზრის მიღმა, ეს არის უბრალოდ ბუზღუნი და უკმაყოფილება, თუ არის განსხვავებული აზრი, როგორიც მაგალითად, მრავლად მოვისმინე პატივცემული გიორგი სავანელისგან და მისი არა ერთი აზრი მე ჩემს პრიორიტეტებში მაქვს. შესაბამისად, მე დავინახე, რომ თუნდაც სავანელის განსხვავებული აზრის უკან ის კი არ იდგა, რომ არ მომწონხარ პოლიტიკურად და ამიტომ ვყვირი, არამედ ამის უკან იდგა რეალური სურვილი საქმის კეთების, ამიტომ რაც არ უნდა ვიღაცას ეს არ მოწონდეს, რომ ამით დავინტერესდები, კიდევ ერთხელ გპირდებით, რომ განსხვავებული აზრით დავინტერესდები და დავინტერესდები, რა ტიპის განსხვავებული აზრია ეს – ეს არის უბრალოდ ჩემი, “ქართული ოცნების” კუთვნილების გამო ზიზღი და კრიტიკა, ანუ უფასო კრიტიკა, რაც ყველას უფლებაა და ამას მე ხელს ვერ შევუშლი, თუ ეს არის განსხვავენული აზრი, რომლიც მიზნად ისახავს საქმის უკეთ კეთებას,”- განაცხადა წულუკიანმა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

სალომე ზურაბიშვილი – საჭიროა ახალი თაობა და ახალი პოლიტიკური ძალები

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ეს განცხადება არამხოლოდ კრიტიკული შეფასებაა არსებული პოლიტიკური ველის მიმართ, არამედ შეიცავს სტრატეგიულ გზავნილს, რომელიც რამდენიმე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img