26.11.2024

ეკატერინე ტიკარაძე – „კომენდანტის საათი“ არ გაუქმდება, ამის ფუფუნება არ გვაქვს

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის  განცხადებით, საქართველოში “კომენდანტის საათის” გაუქმების “ფუფუნება არ გვაქვს“, შესაბამისად, მისი მოხსნაც არ იგეგმება.

მინისტრმა ჟურნალისტებთან გურიის რეგიონში არსებულ ეპიდვითარებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ გურიის რეგიონში საყურადღებო ეპიდვითარებაა. მისი თქმით, საჭიროა რეკომენდაციების დაცვა, რათა შეზღუდვები არ გამკაცრდეს.

„კომენდანტის საათის” გაუქმება არ იგეგმება, ვინაიდან ჩვენ არ გვაქვს ამის საფუძველი, ასევე არ გვაქვს ამის ფუფუნება, პანდემია კვლავ საქართველოშია, ისევე როგორც მსოფლიოში.

ჩვენ ვაკვირდებით, რომ ევროპის ქვეყნებში მნიშვნელოვნად მიმდინარეობს გამკაცრებები, მაშინ როდესაც საქართველოში მნიშვნელოვანი შემსუბუქებები გვაქვს.

დიახ, დავასახელე, რომ გურიის რეგიონში საყურადღებო ეპიდვითარებაა. სწორედ ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, ადგილზე გავივლით, რეკომენდაციებს მივცემთ, რომლის დაცვაც საჭიროა და მნიშვნელოვანი იქნება იმისთვის, რომ გურიაში არ მოხდეს შემდეგი გამკაცრებები“,-აცხადებს ტიკარაძე.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

სალომე ზურაბიშვილი – საჭიროა ახალი თაობა და ახალი პოლიტიკური ძალები

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ეს განცხადება არამხოლოდ კრიტიკული შეფასებაა არსებული პოლიტიკური ველის მიმართ, არამედ შეიცავს სტრატეგიულ გზავნილს, რომელიც რამდენიმე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img