22.11.2024

ვახტანგ მეგრელიშვილი – ჩემი შვილები სამი წლის წინ გამოვიყვანე სკოლიდან, წინააღმდეგი ვარ იმ განათლების სისტემის, რომელიც გვაქვს

პოლიტიკური პარტია “გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი ვახტანგ მეგრელიშვილი Ambebi.ge-სთან ინტერვიუში აცხადებს, რომ მისი სამი შვილი სკოლაში არ დადის, რადგან თავად იმ განათლების სისტემის წინააღმდეგია, რომელიც საქართველოში არსებობს.

“მე რასაც ვაკეთებ, პოლიტიკის “პონტში” კი არ ვაკეთებ, ჩემს ამბავში ვაკეთებ, ვინაიდან ჩემი შვილები სკოლაში არ დადიან. წინააღმდეგი ვარ იმ განათლების სისტემის, რომელიც გვაქვს. ჩემი შვილები შინ სწავლობენ. მირჩევნია ისეთი სკოლა გვქონდეს, სადაც ის წესრიგი იქნება, რომელიც მე მიმაჩნია სწორად. 

იმ ბოროტებას, რომელიც ჩვენ გვაქვს მოწყობილი სკოლებში, მირჩევნია, ბავშვებს ნაკლები ურთიერთობა ჰქონდეთ თანატოლებთან, მაგრამ სხვა მხრივ ბევრად თავისუფლები იყვნენ. შვილები სამი წლის წინ გამოვიყვანე სკოლიდან, ჩემს სკოლაში ნიუტონის სკოლაში სწავლობდნენ. ჩემი აზრით, საუკეთესო სკოლა იყო, მაგრამ როგორც მშობელმა, ვფიქრობ, საუკეთესო გადაწყვეტილება მივიღე.

სკოლაში ძალიან კი უნდათ სიარული, მაგრამ ერთად წარმოგვიდგენია როგორი გვინდა ეს სკოლა. ჩემი პოლიტიკური საქმიანობის მიზანიც ეს არის, რომ ისეთი სკოლის შექმნის შესაძლებლობა მოვიპოვოთ, სადაც წავალთ და ერთად ვიმუშავებთ, გავერთობით და ვისწავლით. მათ იმის გამო, რომ საბედნიეროდ, თუ საუბედუროდ, ჩემნაირი მამა აღმოაჩნდათ, სრულიად განსხვავებულ სტილში არიან”, – აცხადებს ვახტანგ მეგრელიშვილი.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img