24.11.2024

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სამთავისსა და ქვემოჭალაში, კორონავირუსი 41 ადამიანს დაუდასტურდა. სკოლები და ბაღები დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ

შიდა ქართლში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სამთავისსა და ქვემოჭალაში, კორონავირუსული ინფექციის დადასტურებული შემთხვევების მატების გამო, ორივე სოფლის საჯარო სკოლა და საბავშვო ბაღი დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა.

აღნიშნულ სოფლებში „კოვიდ-19“ 41 პირს დაუდასტურდა, 90-ზე მეტი ადამიანი კი თვითიზოლაციაში იმყოფება.

კასპის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, მიმდინარეობს ღრმა ეპიდკვლევები.

„სამთავისსა და ქვემოჭალაში გამოვლენილ შემთხვევებს შორის არიან პედაგოგებიც, რის გამოც, სწავლა გადავიდა დისტანციურ რეჟიმზე. პრევენციის მიზნით დაიკეტა საბავშვო ბაღი და ასევე, სოფლის ტაძარი, რადგან დადასტურებულ შემთხვევებს შორის არიან მრევლის წარმომადგენლებიც. ამჟამად სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, მიმდინარეობს ღრმა ეპიდკვლევები“,- განაცხადა კასპის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა ნანა ნონიაშვილმა.

შეგახსენებთ, კორონავირუსული ინფექციის შემთხვევების დადასტურების გამო, რამდენიმე დღის წინ, კასპის მუნიციპალიტეტში, დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა იგოეთის საჯარო სკოლაც.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა – ევროკავშირის ელჩის განცხადება

25 ნოემბერს მსოფლიო ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენებს, თუ რამდენად მწვავე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img