საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში COVID-19-ით გარდაიცვალა 5 პაციენტი.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 31 947 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 616 ახალი შემთხვევა.
სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, დადებითობის მაჩვენებელია:
დღიური – 1.93%;
ბოლო 7 დღის – 1.61%;
ბოლო 14 დღის – 1.74 %.
გასული დღე-ღამის განმავლობაში 268-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.
სულ აღრიცხულია 281 761 შემთხვევა. მათგან 273 167 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 3778 ადამიანი.