23.11.2024

რუსული “რბილი ძალა” ცხინვალში აქტიურდება

ფონდი „რუსული სამყარო“ (Фонд „Русский мир“) რუსული რბილი ძალის ერთ-ერთი ინსტრუმენტია. მარტიდან „რუსული სამყაროს“ რუსული ცენტრი ცხინვალის რეგიონშიც იმუშავებს.

2006 წლის ბოლოს ვლადიმერ პუტინმა სანკტ-პეტერბურგში რუსული ენის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა: ,,რუსულმა სამყარომ უნდა გააერთიანოს ყველა, ვისთვისაც ძვირფასია რუსული სიტყვა და კულტურა, მიუხედავად იმისა, სად ცხოვრობდნენ ისინი, რუსეთში თუ მის საზღვრებს გარეთ. მოგიწოდებთ, ხშირად გამოიყენოთ ეს ფრაზა’’. ამ განცხადებიდან მალევე მზის შუქი იხილა ზემოთ დასახელებულმა ფონდმა.

პირველი ორი წლის განმავლობაში რფ-ის სახელმწიფო ბიუჯეტმა ფონდიდან 1 მილიარდი რუბლი გამოყო. ცნობილია რომ ფონდი დამატებით ფინანსდება კერძო სექტორიდანაც. ფონდი ,,რუსული სამყარო’’ როგორც პროპაგანდისტული იარაღი უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს რუსეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში. თუ დავაკვირდებით, სწორედ მისი დაფუძნების შემდგომ პერიოდს უკავშირდება მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესებიც რუსეთის ახლო სამეზობლოში, ანუ იწყება პუტინის ე.წ. ,,Домашние загатовки“-ის ერა. აგვისტოს ომი, უკრაინული მაიდანი, ყირიმის ანექსია და დღემდე მძვინვარე ომი დონბასში.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img