საზოგადოებამ ნახა, რომ პრემიერ-მინისტრი არის პრობიზნესური, ტაში, ტაში, – ეს კომენტარი გააკეთა ბიზნესმენმა, ლაშა პაპაშვილმა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ.
„პირველი შეხვედრა იყო პრემიერთან და ყველაზე მთავარი მესიჯია, საზოგადოებამ ნახა, რომ პრემიერ-მინისტრი არის პრობიზნესური, ტაში, ტაში. ჩვენ ეს ვიცოდით, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია მოქალაქეებისთვის. პანდემიის გამო ქვეყანაში და მსოფლიოში ახლა ისეთი კრიტიკული, გარდამტეხი სიტუაცია არის, მოტივიც კი, რომ ადამიანი პრობიზნესური ვარ აცხადებს, ის, რომ ადამიანი ახალგაზრდაა, ჯან-ღონით სავსეა, განათლებულია და რაც მთავარია, კარგი ოჯახი აქვს, ზუსტად ეს შველის ლარის კურსს“, – განაცხადა ლაშა პაპაშვილმა.
დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრი ბიზნესასოციაციის წევრებს შეხვდა.