25.11.2024

ვლადიმირ პოზნერი-თბილისში არავინ დაუჯარიმებიათ

რუსი პროპაგანდისტი ჟურნალისტი ვლადიმირ პოზნერი ამბობს, რომ თბილისში მათგან არავინ დაუჯარიმებიათ. ამის შესახებ რია ნოვოსტი ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო კი ამტკიცებს, რომ 32 ვიზიტორი იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევის გამო დააჯარიმეს.

პოზნერი და მისი მეგობრები თბილისში გუშინ, 31 მარტს დაბადების დღის აღსანიშნავად საქართველოში ჩამოვიდნენ. თილისში დარჩენას 3 აპრილამდე გეგმავდნენ.

ქართველი აქტივისტები პოზნერს საპროტესტო აქციით დახვდნენ. პროტესტი გაიმართა როგორც რუმსთან, ისე ვინოტელთან, სადაც მან თანმხლებ პირებთან ერთად ივახშმა. აქტივისტებმა, პოლიტიკოსებთან ერთად პოზნერის საქართველოდან გაძევება მოითხოვეს. პოზნერმა და მისმა მეგობრებმა ქვეყანა დღეს დილით დატოვეს.ვლადიმერ პოზნერი რუსი ჟურნალისტი და პროპაგანდისტია. ის წლების განმავლობაში ამართლებდა საბჭოთა კავშირის, შემდგომში კი რუსეთის მიერ ჩადენილ დანაშაულებს. ის ამბობს რომ “აფხაზეთი არასდროს იქნება საქართველოს ნაწილი”.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველო – ახალი პარლამენტი, ლეგიტიმაციის კრიზისი და დემოკრატიის ჩიხი

საქართველო-დემოკრატიის ჩიხი დღეს, 25 ნოემბერს საქართველოს XI მოწვევის პარლამენტის პირველი პლენარული სხდომა იმართება, თუმცა ეს მოვლენა არაერთი საკვანძო საკითხით, კრიტიკითა...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img